კონდაკი.

44306320_1557672114333251_3991165923938533376_nკონდაკი პირველნაბეჭდი ქართული ლიტურგიკული წიგნია. იგი თბილისში, პირველ ქართულ სტამბაში გამოიცა 1710 წელს.

გაფორმებისა და ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით, მიჩნეულია პირველი ქართული სტამბის საუკეთესო გამოცემად. გამოირჩევა ორნამენტების მრავალფეროვანებით, გრავიურების სიუხვით, შრიფტების სხვადასხვაობით. გამოყენებულია სამივე სახეობის ქართული დამწერლობა: ორი საეკლესი–ნუსხური და მრგვლოვანი, ასევე საერო – მხედრული და ბერძნული. მოიცავს 220 გვერდს.

გამოცემა განახორციელა ევროპელმა მესტამბემ, მიხაილ იშტვანოვიჩმა, დაიბეჭდა ქართლის განმგებლის ვახტანგის ხარჯით, ერთვის მისი პორტრეტი და ბაგრატიონთა გერბი. რედაქტორი იყო ბერ-მონაზონი გერმანე.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი