,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში.

სამაგიდო თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვთ და „ალეგრის“ სახელწოდებით ვიცნობთ. საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა მისი გამოცემა.
38431599_1463823510384779_2347211829266087936_nქართული ლიტერატურა და კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ტრიალებს. ,,ვეფხისტყაოსანი“ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. მასში საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პოულობდნენ პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე: რა არის მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების ძალიან კარგი საშუალებაა მთელს მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

„ვეფხისტყაოსანი“, ტფილისი, 1712.

2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა იუნესკომ, რადგან 300 წლის წინ, 1712 წელს, პირველად დაიბეჭდა XII საუკუნის ამ ქართველი პოეტის მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული შედევრი – „ვეფხისტყაოსანი“. პოემის პირველი გამოცემა განხორციელდა თბილისში, 1709 წელს ამოქმედებულ პირველ ქართულ სტამბაში.
პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ქართველი მესტამბის, მიქაელის პირველი ნამუშევარია და ქართველ გამომცემელთა პირველი დამოუკიდებელი ნამოღვაწარი; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური თხზულებაა და პირველი მეცნიერული გამოცემაც ქართულ ენაზე: პოემას ერთვის ქართლის განმგებელისა და თბილისის სტამბის მმართველის, ვახტანგის განმარტებები – „თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა“. ეს ჩვენამდე მოღწეული ქრონოლოგიურად პირველი და ვრცელი მონოგრაფიაა რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ. აქ განმარტებულია თხზულების არსი, პოემის ცალკეული სტროფები და სიტყვები. პოემის პირველი გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შეჯერებულ, კრიტიკულ ტექსტს.
გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ტირაჟი უცნობია. გავრცელებულია აზრი ამ გამოცემის დევნისა და განადგურების შესახებ ცალკეულ პირთაგან. აღრიცხულია 20 ეგზემპლარი, აქედან 5 დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. არც ერთი შემორჩენილი ცალი არ არის სრული. ამ ფაქტისა და პირველი გამოცემის მეცნიერული მნიშვნელობის გათვალისწინებით, 1937 წელს, რუსთაველის იუბილისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ქართველმა მეცნიერმა აკაკი შანიძემ ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ აღდგენილი გამოცემა განახორციელა. მას ერთვის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ ყველა მოძიებული ეგზემპლარის აღწერილობაც.
აქ წარმოდგენილი პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ ეკუთვნოდა ქართველ კლასიკოს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს – ილია ჭავჭავაძეს. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია მისი კოლექცია. წიგნი ბიბლიოთეკაში შემოვიდა 1937 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდთან ერთად.
სადღეისოდ „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნილია 49 ენაზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიბეჭდა 420-ზე მეტი გამოცემა, ქართულ გამოცემათარიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის მანძილზე გაგაცნობთ „ვეფხისტყაოსნის“ სხვა რჩეულ გამოცემებსა თუ ეგზემპლარებს ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან.
რუსთაველის წელს დავასრულებთ რუსთაველის დღის აღსანიშნავი გამოფენით და არა მარტო…

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება  

„ვეფხისტყაოსანი“, ტფილისი, 1712.

იშვიათ გამოცემათა განყოფილება   

2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა იუნესკომ, რადგან 300 წლის წინ, 1712 წელს, პირველად დაიბეჭდა XII საუკუნის ამ ქართველი პოეტის მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული შედევრი – „ვეფხისტყაოსანი“.
პოემის პირველი გამოცემა განხორციელდა თბილისში, 1709 წელს ამოქმედებულ პირველ ქართულ სტამბაში.
პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ქართველი მესტამბის, მიქაელის პირველი ნამუშევარია და ქართველ გამომცემელთა პირველი დამოუკიდებელი ნამოღვაწარი; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური თხზულებაა და პირველი მეცნიერული გამოცემაც ქართულ ენაზე: პოემას ერთვის ქართლის განმგებელისა და თბილისის სტამბის მმართველის, ვახტანგის განმარტებები – „თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა“. ეს ჩვენამდე მოღწეული ქრონოლოგიურად პირველი და ვრცელი მონოგრაფიაა რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ. აქ განმარტებულია თხზულების არსი, პოემის ცალკეული სტროფები და სიტყვები. პოემის პირველი გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შეჯერებულ, კრიტიკულ ტექსტს.

Continue reading