ამბავი კარგ მწერალ/ადამიანზე და უფრო მეტად გელა ჩქვანავას ნაცნობ და უცნობ პერსონაჟებზე

კარგ მწერალზე საუბარს ვაპირებ…

კარგ ადამიანზე საუბარს ვაპირებ და სიმართლე გითხრათ პირადად ნამდვილად არ ვიცი მწერალი უფრო კარგია თუ ადამიანი…

თუ კარგი მწერალი ხარ, სასურველია კარგი ადამიანი იყო…

და თუ კარგი ადამიანი ხარ – რა სჯობს თუ კარგადაც წერ!

ჰოდა, დადის არადედაქალაქში ასეთი კარგი ადამიანი/მწერალი, ვისაც  დიდი ხანია ვიცნობ…

„კოლორიტები“ რომ გამოსცა და მე რომ მოგვიანებით წავიკითხე იმ დროიდან…

ვიცნობ…

უღრმეს პატივს ვცემ და მაინც…

ხანდახან მგონია მწერლის პერსონაჟებს მასზე კარგად ვიცნობ…

ვერ დავმალავ და ალალად  გეტყვით: მწერლის გაცნობამდე პერსონაჟების გაცნობა მომინდა…

კი არ ვიცი კარგია თუ ცუდი ეს ამბავი, მაგრამ…

სიმართლე უნდა მეთქვა…

უნდა მეთქვა ზუსტად ისე, როგორც ავტორი ყველა ნაწარმოებში ამბობს…

წაკითხულებსა და წაუკითხავებში…

მოთხრობებსა და რომანებში…

იმაშიც, რუსულად „პოვესტად“  ანუ „ვრცელ მოთხრობად“ რომ მოვიხსენიებთ…

ლექსებსა და  თქვენ წარმოიდგინეთ  ზღაპარსა და პიესაშიც…

ზემოთ ვთქვი ნაცნობობა „კოლორიტებით“ დაიწყო…

ისიც ვთქვი -პერსონაჟების გაცნობა უფრო მომესურვილა მეთქი…

ასეა, დასტურ…

აბა, ერთი წუთით წარმოიდგენეთ (როგორი წარმოსადგენია?!) როგორ შეიძლება არ მოინდომო გაიცნო, მაგ.,  მილიციელი ოტია პაჭკორია და/ან პარმენ გოგია (კი, კი, ლუდში ზომიერად წყალგამრევი),  რაჟიკო კეზუა ან/და დარეჯან კვარაცხელია. ქვრივი ნანული (რომლის გვარი აუცილებლად შავდია უნდა იყოს!)… ძაძამია, ნეტა რა ერქვა და კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი…

კეთილი? ვთქვი თუ დავწერე… და გავიფიქრე ეგრევე…

მართლა ავტორის ყველა კეთილია?!

 ამ გადასახედიდან მე ასე ვიხსენებ და თქვენ, თქვენი იცით…

რამდენი პერსონაჟი ჩამოვთვალე

ბევრი გავიხსენე, ბევრიც ვერ მოვიგონე და მაინც…

მანუჩარზე უნდა ვთქვა…

ეს ის მანუჩარია, დიდი გასეირნებიდან ჩემს მიერ ბოლოს წაკითხულ რომანში რომ  გადაინაცვლა…

თქვენი არ ვიცი და  რაღაცნაირად,  რომ ჩამოგავს ბატონ რეზიკოს „კოლორიტებიდან“…

მანუჩარი სპარსული წარმოშობის სახელია და „ციური სახის მქონეს” ნიშნავს.

აქაური მანუჩარი მწერალია…

აქ დიდი გასეირნება არაა და მაინც   მანუჩარის „რემიქსია” და აქ, ბევრ ნაცნობ პერსონაჟს შეხვდები. „კადრილი”  რომანია, „კადრილი” ფრანგული ცეკვაა და რამდენიმე წყვილი ერთად ცეკვავს. „კადრილს”  რომანში, რამდენადაც მახსოვს ვერ შეხვდები. აქ მხოლოდ ვალსს ცეკვავენ…  ვალსიც წყვილთა ცეკვაა… ტემპია უფრო ნელი, ვიდრე კადრილში. მგონი ასეა… “კადრილში” ორი რომანია, ორი პარალელური რომანი .

რომანს საფილმო დაწყება აქვს და მთელი რომანი მშვენიერი ფილმი გამოვა…

რომანში მოსმენასაც შეძლებთ და შეხებასაც,

ნაღდად ასეა,  დანახვასაც შეძლებთ, გემოსაც გასინჯავთ განსაკუთრებით ლუდს, ვისკს, შინაურ ორნახად არაყსა და შამპანურს… ყავასაც, ბუნებრივია.

და მაინც, შიგადაშიგ უმძაფრეს სუნს შეიგრძობთ, ვისას? ვისას  თუ არა ქალის.

ამ ქალს დიანა ჰქვია…

სამოცი წლისაა…

სა მო ცის… ზუსტად სამოცის…

საინტერესო  ბიოგრაფიის …. და ცხოვრების წესითა და რიგით….

ხომ გახსოვთ (ბუნებრივია, გემახსოვრებათ…) რომაულ ხელოვნებაში დიანას მშვენიერი ქალიშვილის სახით, ხშირად გარეულ მხეცთა გარემოცვაში რომ წარმოსახავდნენ?.

გარეულისა აბა რა გითხრათ, მაგრამ რომანში არც თუ მცირე როლს ასრულებს თაგვი….

(იაპონურ მითოლოგიას გადახედოთ, გირჩევთ)

ლამის ათას წელს ცხოვრობს…

აქ კი…

ანუ რომანში, ყველა სიყვარული მოკლეა,

უფრო მოკლეა, ვიდრე, მოკლე სიცოცხლე… კვდება ყველა ვინც სიყვარულს ეძებს და ვინც პოულობს,

ვინც სიყვარულს  არ ეძებს და მაინც პოულობს… 

კვდება დონჟუანიც და კვდებიან გედებიც…

„ტინდარეოსის მეუღლე ლედა იხილა ზევსმა და თეთრ გედად გადაქცეულმა მიუალერსა. გავიდა ხანი. ლედამ კვერცხი დადო და ამ კვერცხიდან გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: მშვენიერი ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისაგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი: კლიტემნესტრა და კასტორი – თუ არ ვცდები დიოსკურები იყვნენ…“

ძმა – მოკვდავი

ძმა  – უკვდავი….

მარადიული, უასაკო სიყვარული და

სექსი როგორც ინსტრუმენტი სიყვარულის ძიებისას…

უსექსოდ ჩაფიქრებული  სიყვარულის სექსიანი დასრულებაც სახეზეა…

რომანში ბევრი სექსი არაა და მაინც ბევრად ჩანს…

ჩანს რადგან სექსი აქ გარდა სიყვარულის ძიებისა ქალის თავდავიწყებით შეყვარების ინსტრუმენტიცაა…

აქ უსაზღვრო სიყვარულის გაუცნობიერებელი ძიებაცაა და პოვნაც…

იპოვი და  კვდები…

თუ არ კვდები –  ეძებ…

ეძებ, პოულობ და ცუდია თუ ვერ ხვდები რომ იპოვე…

სიყვარული –  ლოლია

ლოლი სრული სიყვარულია…

ლოლისთან სიყვარულს მოვალეობა თან სდევს…

რათა?!

იმიტომ რომ… სისრულე დასამსხვრევია…

დიანაც ახლოსაა სისრულესთან…

დიანას სიყვარულის მძაფრი სუნი ასდის…

 და მაინც ვერაა….

სიყვარულმა უნდა იფრინოს…

სიყვარული არამიწიერია გინდა ზეციური ჰქონდეს სახე და გინდაც – მიწიერი…

და მაინც, არაა (ხშირად) სიყვარულის ადგილი  მიწაზე…

და არის სიყვარული გზა იმედგაცრუებასა და თავის მოტყუებას შორის…

და არის რომანი სიყვარულზე ანუ გზაზე – იმედგაცრუებასა და თავის მოტყუებას შორის…

სათქმელი გამიგრძელდა…

კი მოგიბოდიშებდით, მაგრამ, ვერ ვახერხებ…

იმდენია სათქმელი და სალაპარაკოა და მაინც…

აქ შევჩერდები…

თუმცა… კიდევ ვიტყვი სულ რამდენიმე სიტყვას:

„– კარგი მამა ხარ, ოღონდ უთავბოლო!

– ასეა! – დაეთანხმა მანუჩარი. – სამაგიეროდ, მოუმთავრებელ მამებს თქვენისთანა ჭკვიანი შვილები ჰყავთ – ასეთია ბუნების  კანონი”.

მოდი და ნუ დაფიქრდებით!!!

დავფიქრდებით, აბა, რას ვიზამთ?!..

და ვიდრე ამას ვაკეთებთ… პარალელურად ერთი კითხვა/პასუხი მინდა გავიხსენო…

კითხვა – ჩემია

პასუხი – გელასია…

ჩქვანავასი…

კარგა ხნის დროინდელია და მე არ ვიცი რა შეიცვალა მას მერე…

რავი, მგონი არც არაფერი…

გიო კილაძე: გელა, ერთი კითხვა მოიფიქრე და თავადვე უპასუხე…

გელა ჩქვანავა: რავა ხარ, გიო. რისი მომფიქრებელი ვარ. ისევ სოფელში ვარ და ისე მივეჩვიე აქაურობას, რომ უკვე აღარ მინდა სხვაგან – სოხუმის გარდა, რა თქმა უნდა. რაც მთავარია, ჩემი შვილები აქა მყავს და დამშვიდებული ვარ მთლიანად. სხვა არაფერი მინდა. თუ რამე აქა ვარ, გიო. კითხვის მოფიქრების რა გითხრა. ჩემი გონება ახლა ბავშვებს უპყრია. გულწრფელი მადლობა რომ გაგახსენდი…

სულ მახსოვს…

აბა, ისე როგორ გამოვა?!

არანაირად?

დაბოლოს…

ახალ წიგნზე რას გეტყვით?

ერთადერთს –  ერთი სული მაქვს წავიკითხო!

გუშინ დავიწყე…

მას მერე რაც წარდგინებიდან სახლში გამოვქანდი…

სახლში მოვედი თუ არა, ახლახან წაკითხული ერთბაშად ამოვთქვი…

პერსონაჟებმა ერთმანეთის მიყოლებით ჩაიარენ…

ზუსტად ისე, როგორ თეატრის მოძრავ სცენაზე…

შენ ზიხარ…

სცენა ტრიალებს…

პერსონაჟები კი მიდიან… მიდიან და ვიდრე ფარდა დაიხურება… ვიდრე ფარდა ახალ ჯერზე ისევ გაიხსნება… კიდევ რამდენიმე წრეს დაარტყამენ…

ჰო ასე იყო… და ხომ იცით, როგორცაა…

რაც იყო, ყოველთვის სულაც არა -მარყოფნა…

გელას პერსონაჟები რჩებიან… რჩებიან და მერე რა რომ შენ აღარ თუ ვეღარ ზიხარ ერთ ადგილზე…

იზრდები შენც… ბერდები შენც და… შენთან ერთად იცვლებიან პერსონაჟებიც…

იცვლებიან და შენ გაზრდილი და დაბერებისკენ წასულის, ავტორსაც ვერ ივიწყებ!

კარგ ადამიან/მწერალს ვერ ივიწყებს ტვინი… და მით უფრო, ვერ ივიწყებს  – გული!

ვერ ივიწყებს და ხშირ-ხშირად გახსენდება…

გახსენდება და ვერ ივიწყებ და ბევრი მოთხრობის, ვრცელი მოთხრობის, რომანის თუ ზღაპრის დაწერას უსურვებ…

მეც ბევრი  მოთხრობის, ვრცელი მოთხრობის, რომანის, ზღაპრის დაწერას უსურვებ გელას და ასე საჯაროდ, ცოტა ეგოისტურად ვამბობ:

ადამიანი ვარ მე..

მკითხველიც ვარ მე და ხომ იცით… ეგოისტიცაა ხშირად მკითხველი…

ჩემნაირიც, საშუალო სტატისტიკურიც და სავარაუდოს არასაშუალოც…

ასე და მე ახლა სულაც არ ვიქნები ეგოისტი… არ ვიქნები და გელას ბევრ წიგნთან ერთად სახლს ვუსურვებ… საკუთარ სახლს ვუსურვებ… სახლს, თუნდაც, ჯეჯერობით, არა სანაპიროს ქუჩაზე!!!

და ვიდრე დავასრულებ გეტყვით:

ერთხელაც ექნება, მართლა ექნება გელას… სახლი…

ექნება!

ვიცი ეს  მე!

გელამც რომ იცის – ესეც ვიცი და ვიდრე  „მანიფესტის“ კითხვას დავიწყებ…

გემშვიდობებით…

„მანიფესტის“ კითხვა  უნდა წავიკითხო…

ავტორი: გიორგი კილაძე

ამბავი ერთი ლექსის დაწერის თარიღისა და კიდევ რამდენიმე ამბავი

1917 წლის 5 დეკემბერს (იყო დრო ამ დღეს ვისვენებდით გინდა მოსწავლეები და გინდაც მშობლები) შემდეგ ცნობილი, იმ დროს 30 წლის  მეცნიერი აკაკი შანიძე წერს ლექსს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებში „ქართული ეროვნული ჰიმნის” სახელწოდებითაა განთავსებული.

სხვათაშორის ლექსს სათაურის ქვეშ მიწერილი აქვს – „ალიფაშას ხმაზე“ და ვიდრე ლექსს გაგახსენებთ ერთ ამბავს მოვყვები.

ჩემთვის საინტერესოა და ვიმედოვნებ – თქვენთვისაც უკვე არის, ან, რომ წაიკითხავთ დაინტერესდებით.

როგორ ზემოთ ვთქვი, ლექსი 1917 წლის 5 დეკემბერს დაიწერა, ამ დროს, როგორც მოგეხსენებათ  საქართველოს პირველი რესპუბლიკა ჯერ არ არსებობს…

მოკლედ, სავარაუდოდ ამ ლექსს სხვა სათაური ჰქონდა ან, უცნობილესი მეცნიერის წინასწარმეტყველებასთან გვაქვს საქმე…

იქნებ  სურვილთან…

სურვილთან, რომელიც ასე ახლო ყოფილა, თურმე რეალობასთან

იმასაც შეგახსენებთ პირველ საქართველოს ჰიმნზე კონკურსი 1918 წელს გამოცხადდა და არაჩვეულებრივმა „დიდებამ” გაიმარჯვა (ტექსტი და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილისა).

რაც შეეხება „ალიფაშას”, მასზე მე კი არ ვისაუბრებ, არამედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანოს ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალ  მნათობს(N1-2 2000) 149-ე გვერდს „ჩამოვსქროლავ” და ანზორ ერქომაიშვილის საუცხოო მოგონებიდან „ჩემი წინაპრები “გვ. 131-152 ) ერთ ამონარიდს გაახლებთ:

1937 წელს, საქართველოს ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში ქართველ ხელოვანთა პატივსაცემად სტალინმა ვახშამი გამართა. იგი რიგრიგობით მიდიოდა მომღერალ ჯგუფებთან და მღეროდა სხვადასხვა კუთხის სიმღერებს. ამ ამბის მოწმე იყო ანანია ერქომაიშვილი, რომელმაც გვიამბო: სტალინი გურულებთან მისულა და მოუკითხავს ძველი მეგობრები, მათ შორის უკითხავს: სეფე ცინცაძე თუა ცოცხალიო, მერე დაუწყია „ალიფაშა“ ასეთი ტექსტით:

„ჩვენი სისონა დარჩია ნაქებია ბიჭობაში,

მივიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ჯარში,

ცალ ხელში თოფი ეჭირა, ცრემლი მოასხმიდა თვალში,

შენ მკვდარი და მე ცოცხალი, რაფერ გევიარო ხალხში“.

სტალინს საკმაოდ მაღალ დონეზე უმღერია „ალიფაშას“ მშვენიერი ვარიანტი და უთქვამს: ეს სიმღერა მე, ციხეში მასწავლა მელქის გუნთაიშვილმაო. ამ ფაქტის შემდეგ ალიფაშას  ნამდვილი ტექსტი ყველამ დაივიწყა და ამ სიმღერაში სტალინის მიერ ნამღერი ტექსტი დამკვიდრდა.

როცა ანანია დეკადიდან დაბრუნდა, მამამისს უამბო ამის შესახებ, გიგო დაინტერესდა თუ როგორი ტექსტით მღეროდნენ „ალიფაშას“, სანამ სტალინი იმღერებდა. ანანიამ წაიმღერა:

„ალიფაშამ გვიღალატა, ჩაგვიყვანა კვირიკეთში,

თითონ ფულები აიღო, ჩვენ ჩაგვტია მტრისა ხელში,

კაი არც მას დამართია, ბაწრით ჩაითრიეს გემში,

მისი ყვირილი ისმოდა, სუფსას გაღმა ბაილეთში“.

„ალიფაშას“ ტექსტი, თქვა გიგომ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გადააკეთეს, რადგან იგი ისეთი სახით არ იყო მათთვის მისაღები. პირველი სტროფი საერთოდ ამოიღეს, ხოლო სადაც რუსი იყო ნახსენები, ის ადგილი სხვა სიტყვებით შეცვალეს. „ალიფაშას“ ნამდვილი ტექსტი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ აჭარლებისაგან, ასეთი იყო:

„თათარი და რუსი ჩხუბობს, იგინია ორივ ეში,

ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში,

თითონ ფულები აიღო ჩვენ ჩაგეტია რუსის ხელში,

კაი არც მას დამართია, ჯაჭვით ჩაითრიეს გემში,

მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში“.

აქ ცოტა ხანს ტექსტს მცირე ხნით გავწყვეთ. განმარტებას გავაკეთებ და მერე განვაგრძობ.

ხომ გესმით, თავს ნებას ვერ მივცემ, სუფსა და ბაილეთი გავმარტო. რომ იტყვიან ნამეტანი მომივა. აი. სწორედ ამიტომ , „ეშ“-ის განმარტებით შემოვიფარგლები:

ტერმინს ორი განმარტება აქვს. სანახავად შორს წასვლა არ დაგჭირდება, ეროვნული ბიბლიოთეკის ორ ლექსიკონშია და ორივე სადაც თქვენ გაგიხარდება იქ ნახეთ. მე ერთს, ახლა რომ გვჭირდება, იმას გამცნობთ:

„ტოლი, კბილა, ამხანაგი, მეგობარი, კოლეგა (შ. ნიჟარ.).” – ზემო აჭარული ტერმინია წერია  ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონაში და ვიდრე, ზოგიერთი მკითხველი ტერმინის განმარტებას  ეძებს მე, ზემოთ რომ მოგონება გავწყვიტე, განვაგრძობ:

„ახლა, როცა ამ ტექსტებს ვადარებთ, ჩანს, რომ სტალინმა იცოდა „ალიფაშას” ნამდვილი ტექსტი, შესაძლებელია, მღეროდა კიდეც, მაგრამ არ ისურვა, რომ რუსებისთვის ძაღლი და მტერი ეძახნათ ქართველ მომღერლებს, ამიტომ მან სხვა ტექსტი შეარჩია, ან კიდევ: ბალადა სისონა დარჩიაზე იმ პერიოდში დაიწერა, იგი გურულ ზეპირსიტყვიერებაში ნამდვილი შედევრია, შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ სტალინმა, სწორედ ეს ლექსი შეარჩია სიმღერისათვის…”

„ახლა, თავად ლექსს „დავაფეისტებ” აქ და მერე იუთუბ არხს მივაკითხავ, ეგებ აკაკი შანიძისეული „ქართული ეროვნული ჰიმნის” „ალიფაშას ხმაზე” ნამღერი ვიპოვო…

ქართული ეროვნული ჰიმნი (ალიფაშას ხმაზე).

აბა, ფხიზლად ქართველებო, მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!

მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი:
მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი –
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.

იყო დრო , როს მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი,
ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,
იმედს მაინც არ ვკარგავდით – სული გვახლდა შოთაისი.

სად არ დგმულა ჩვენი ფესვი: სისხლი სად არ დაგვიღვრია?
ერანს, თურანს, ავღანისტანს – ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,
ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.

ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია:
სადღა არის ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.
ვის ახსოვან მონღოლები? სხვების ბედიც აგეთია!

სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.

სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და რიონ-მტკვარი,
სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა, არც მოკვდება საქართველო მოცინარი;
მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.

აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!

5 დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი“

p.s

ვერ ვიპოვე…

ცუდია!

P.s.s

დედაჩემს მოვუყევი ეს ამბავი ახლა…

ვერ წარმოიდგენთ როგორ მისმენდა…

დააინტერესა ძალიან…

რომ დავამთავრე ერთი ამბავი მომიყვა…

როგორც დამამახსოვრდა ვწერ:

`ომის შემდგომი პერიოდია… მივიდნენ კოლმეურნეობსი გამგეობიდან ბიცოლაჩემთან, ხომ გახსოვს, გიო მატრონე ბებია, ჩვენ ნენას ვეძახდით, იყო დედა ანიჩქა – ბებიაშენი და ნენა – მატრონე, არ დაგავიწყდეს სოფსაბჭოს დეპუტატია ამ დროს, ესა და ეს გადასახადი უნდა გადაიხადოო. არაო – არ გადავიხდიო, არ მეკუთვნის მაი გადასახადი მეო -უთქვამს მატრონეს. იმათ კიდევ, „ჯობია დროზე გადაიხადე, თორემ მოვლენ საბჭოდან, ქალაქიდან, რაიკომიდან და მაინც გადაგახდევინებენო“.  ძაან მომთმენი კი იყო ნენა, მარა, უსამართლობას ვერ იტანდა და… „ჟორდანია რომ მოვიდეს, მაინც არ გადავიხდიო“ – დასჭექა…

მერე- ვკითხე გაკვირვებით…

– მერე რა და…ორი იყვნენ მგონი. მიიდეს ერთდროულად ტუჩზე საჩვენებელი თითი და უკანმოუხედავად გაიქცნენ…

ღმერთმა აცხონოს მატრონეც და ის კაცებიც.

ავტორი: გიორგი კილაძე


ამბავი ორი ძველი სახლისა

გიორგი შატბერაშვილის შემოქმედება ძალიან მომწონს…

გიორგი ბატონის  ბევრი ნაწარმოები კი არ წამიკითხავს, მაგრამ „მკვდრის მზე” და „სათაფლია”  განსაკუთრებით, რომ იტყვიან ჩემებია.

70-იანი წლების დასაწყისში გამოცემული ოთხტომეულის, მხოლოდ მეორე ტომი მაქვს სახლში…

83-ში ვიყიდე… თბილისში, თქმაც არ უნდა თუ არა, მეხუთე მაღაზიაში….

ძველი წიგნების სექციაში….

„მკვდრის მზეს” საოცარი დასასრული აქვს. ლამის ზეპირად მახსოვს.

83-დან მახსოვს და მაინც, დღეს გამახსენდა განსაკუთრებით….

დღეს მამაც გამახსენდა …

„მკვდრის მზის“ გახსენების კვალდაკვალ….

„მკვდრის მზე“. მამას არ მოუყოლია….

მე არ ვიცი რატომ…

არც მამამ იცოდა, სავარაუდოდ, რათა….

მაგრამ… „სათაფლია“ მომიყვა…. სულ რამდენიმე წინადადებით….

უჩვეულოდ…. და კიდევ უფრო საინტერესოდ, ვიდრე ჩვეულებრივად იცოდა ხოლმე….

მე დღეს კიდევ ერთი ნაწარმოები გამახსენდა მეორე ტომიდან…

სამი გვერდსა და კიდევ ოთხ აბზაცში ჩატეული მოთხრობაზე უფრო ნოველა…

სხვათაშორის, ბოლო ორი აბზაცი თითო წინადადებიანია…

შუები, არასრულად სამხაზიანი…

„ამ ფიქრებით შევდივარ ჩემს ძველ სახლში“.

სწორედ  ასე სრულდება ნოველა თუ მოთხრობა „ჩემს ძველ სახლში“…

მე კიდევ, ჩემს ძველ სახლში, ღუმელთან ვზივარ…

წიგნს ვკითხულობ….

გარეთ ცრის….

კარგად ვიმუშავე და ცოტა დავლიე….

რომ დავლიე, მერე მეორე სართულიდან მეორე ტომი ჩამოვიტანე და ჯერ „მკვდარი მზის“ დასასრული კიდევ ერთხელ წავიკითხე… და ვიდრე „ჩემი ძველი სახლის“ წაკითხვას დავიწყებ ეს სტატუსის დასაწყისი დავწერე….

„სანამ ჩემს ძველს მივაღწევდე, რამდენიმე წუთი უნდა ვიარო…“ – მთხრობელისგან განსხვავდებით ატეხილი ბუჩქნარის გავლა როდი მიწევს… არც საცალფეხო ბილიკი  და არც პატარა მდინარე ჩანს ახლო-მახლო…

მე აკაკი ბაქრაძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე ჩამოვდივარ…. დავით აღმაშენებელი ოზურგეთის ცენტრალური ქუჩაა…. აკაკი ბაქრაძის ქუჩა თუ არ ვცდები, ადრე ლენინგრადისა იყო….

სახლში მისვლა, მთხრობელის არ იყოს, მეც (ყოველთვის) მეჩქარება… ჩემი ფეხის ხმა არავის აფრთხობს… მოჩქარეს მოუგვიანდესო ჩემზე ვერ იტყვი… რახანია ჯიბეში წერილი არც ჩამიდია და არც ამომიღია… ჩამიდევს უნდა დამეწერა, ნეტა?…

… ჩემი ძველი სახლის ჭერი ჩემი სახლში შემოსვლისას ახლაც ხარობს … წელიწადში რამდენიმე კვირას თუ არ ჩავთვლით სახლი ცარიელია… ეზო უკვე რამდენიმე თვეა აღარაა ცარიელი…. ეზოში ძაღლი  დარბის… მიუხედავად არაჯიშიერობისა, ჭკვიანია და ყეფს….

ჩემს ქუჩაზე ქარავანი არ დადის…

ხანდახან ორი-სამი ძროხა ჩაივლის (რამდენჯერმე ორმა ცხენმაც ჩაირბინა), თანაც გზის ორთავ მხარეს… და  გზადაგზა ბალახს წიწკნიან….

ჩემს ძველ სახლში მისვლამდე ჩვენი გვარის და კიდევ ბევრი გვარის სამარხის, ძვალშესალაგის გავლა არ მიწევს…. თუმცა, როცა მე და ჩემს დას დედა მოგვყავს (საიდან თუ არა თბილისიდან…) ჯერ სასაფლაოზე ავდივართ… არ აქვს მნიშვნელობა წვიმს, ქარი ქრის თუ თაკარა მზეა…

მე წინაპრების ძვლებს შენდობას არ ვეუბნები….

მე სახლში, მისვლისას ჭიქა ღვინით მოგონების სადღეგრძელოს ვსვამ და ჭიქას ბოლომდე ვცლი….

სხვათაშორის, კარგად ხანია, განსხვავებული აღარ დამილევია…

ვბერდები… და ზოგიერთ, ადრე მნიშვნელოვან  ტრადიციებს, ნელ-ნელა ვღალატობ….

სასაფლაოს ქვებს ძალა მართლაც აქვთ, სურათებსაც აქვთ  ძალა, წარწერებსაც და მაინც წარწერების ხმა უფრო ჭექს….

„ ეს პატარა, დახავსებული ქვები კი მარადისობის ბნელი თვალებით დაგიჩხვლეტენ ზურგს“  თუ მათკენ ერთხელ მაინც არ მივიხედეთ” – წერია მეორე გვერდის, მეორე აბზაცში…

იაკობ შემოქმედელისა და ჭოლა ლომთათიძის ქუჩის კვეთას რომ გავცდები, არა ჭერმისფერი, არამედ კრამიტით დახურული ჩემი ძველი სახლიც გამოჩნდება და მეც, მთხრობელის არ იყოს, „ამ ადგილს ვუახლოვდები, გული (აქ, „რატომღაც“ , ვერ დავწერე“) ცემას უმატებს“…

პატარა, დახავსებული ქვები კარგად ხანია, არ მინახავს… ზურგში მაინც რაღაც მხვლეტს….

უსახელო ჭრელი ჩიტზე ვერაფერს გეტყვით…

მე ბეღურებზე ვსაუბრობ დროდადრო. მერცხალზეც ხანდახან და არასდროს ყვავსა და ბულბულზე…

სხვათაშორის ცოცხალი ბულბული არასოდეს მინახავს… ხმა კი მომისმენია…. კახეთში…

ვიდექი და ვუსმენდი…

მართლაც მაგრად გალობს…

უნდა დადგე და უსმინო…

ნოველაში ძველი სახლი გამოჩნდა… „მისი აღწერა არ შეიძლება. მას ოსტატის ხელიც ვერ დახატავს. ის გრძნობაა. ის უნდა განიცადოს მან, ვინც აქ დაიბადა“ – მოგვითხრობს მთხრობელი და მიუხედავად იმისა, რომ რასაც ქვემოთ დავწერ ახალი აბზაცით იწყება, ჩემთვის მაინც მიჯრითაა ნათქვამი: „თქვენც, თქვენც ყველას გექნებათ ამქვეყნად ერთი პატარა კუთხე, რომელიც ასე გიყვართ, როგორც. მე ეს ჩემი წიგნის სახლი“…

ასეა, დასტურ ასეა, მე მაქვს ერთი პატარა კუთხე…, რომელიც მთხრობელზე არანაკლებ მიყვარს .. ეს ჩემი სახლია.. და როცა მე ამ სახლში შემოვდივარ, სახლი ცოცხლდება…

ცოცხლდება და ხან თვალების ფშვნეტით მხვდება, ხან – გახარებული, ხან უძინარი და ხანაც – კარგად გამოძინებული.

თვალცრემლიანიც მხვდება… შიგადაშიგ…

გააჩნია რა ხნით დავტოვე ჩემი ძველი სახლი და რამდენ ხანს გავუძელი ჩემი ძველი სახლის მონატრებას…

„ის სამშობლოა, რომელიც გვიყვარს, რომელსაც თავშეწირვით იცავენ…“…

ძველი სახლის აივნიდან დედა უკვე აღარ იმზირება….

დედამ ზუსტად იცის, როდის ჩამოვალ და რამდენი დღით დავრჩები….

დედა ან ჭიშკართან მხვდება, ან პირველი სართულის ღია კარში…

მამა?

მამა მეექვსე წელია აღარ მელოდება….

მამის იარაღები მელოდებიან…. ხშირად ალესილი ან და გალესილი პირებით…. ცული, ნაჯახი, ბარი, თოხი, წალდი… ძალაყინიც მხვდება და ეჩოც… ბრტყელტუჩაც და ჩაქუჩიც…

დედა მეც გულში ჩამიკრავს…

გუშინწინ კი არა, ერთი კვირის წინ მნახა, ოღონდ თბილისში … რა გაუხარდა სიურპრიზი რომ გავუკეთე და ძველი სახლიდან რომ ვამცნე აქ რომ ვარ…

ჩემი ძველი სახლი, არა მხოლოდ ჩემია…

თხოვნა-მითითებებმაც არ დაიგვიანა… გრძელია, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც „ჩემგან არ გესწავლება, თავად იცით” – მთავრდება…

ახლა მე კიბეზე ვდგავარ…

ბოლო რამდენიმე წინადადებაც და კიდევ ერთ ამბავს დავასრულებ დედისთვის…

დავასრულებ იმით, რაც დედამ ჩემზე მეტად იცის – მე არასდროს დავანგრევ ჩვენს ძველ სახლს. არც თუ ვერც ახალს წამოვჭიმავ დანგრეულის საძირკველზე…

ხო იცით, არ არსებობს უფრო დიდი და ლამაზი სახლი, რომელიც ასე დამიტევს და დამიფარავს…

ახლა კი…. „მკვდრის მზის“ დასასრული უნდა დავურთო დედასთვის დაწერილ გრძელ ამბავს….

მამასთვისაა ამგვარი ბოლო:

„ …მკვდრის მზე იმათთვის აშუქებს, ვინც ღირსეულად კვდებაო… ზოგიერთს ჰგონია, ყველა მკვდრისთვის ამოდის ეს დაღლილი მზე, ნამდვილად კი გრძელი სოფელიც წუთისოფელივით მაცდურის, არც იქაური მზე აშუქებს ყველასთვისო“…

მამაჩემისთვისაც რომ აშუქებს, მჯერა…

ჩემთვისაც რომ გააშუქებს ნაკლებად მჯერა, მაგრამ…

ჰო, მაგრამ მაინც ასეა!!!

ავტორი: გიორგი კილაძე

აქა ამბავი მობოდიშება-დაპირებისა და სხვათა

დღეს ძალზე ცნობილ რადიო-ჟურნალისტს კითხვა გავუგზავნე…


პასუხი ჯერ არ მიმიღია…

დარწმუნებული ვარ მიპასუხებს, თანაც პირველივე მოცლაზე…

მოცლა რამდენად სწორი გრამატიკული ფორმაა სხვა დროს ვისაუბროთ…

ჯერ სულ სხვა ამბავი მაქვს სათქმელი…

არ მითხრა ახლა ამბავთან თხრობა აჯობებდაო…

მოკლედ, მუდმივი მოუცლელობის მიუხედავად, აუცილებლად მიპასუხებს…

მიპასუხებს… მერე რა.. .ვერც კითხვას და ვერც პასუხს აქ ვერ მოვიტან…

როგორც იტყვიან…

პირადული არაფერი…

ძაან გამიგრძელდა შესავალი, არა?!

ჰო!

ასეა!…

ისიც ასეეა, როცა შესავალი იწელება… სათქმელი ხდება ლამის უთქმელი და მაინც, ხშირად , მაინც, ამბობენ…

ამბობენ და … არა მხოლოდ ამიტომ…

ვიწყებ…

რამდენიმე წლის წინ საინტერესო ჟურნალისტთან პირდაპირ ეთერში გახლდით რესპონდენტი… თემაც საინტერესო იყო და კითხვები ხომ იყო და იყო

პასუხები….

უი, როგორ მომწონდა პირველიდან – ბოლომდე…. ერთმანეთზე მაგრები და უმაგრესები!

ეს ჩემი აზრით…

თორემ… პასუხების, მით უფრო საკუთარის ობიექტური შემფასებელი რომ არ ვარ, მითქვამს დასტურ!!!

გადაცემა დასრულდა…

ხომ იცით, როგორცაა…

გადაცემა ხშირად კარგი ფილმივით, კარგი წიგნივით და სულაც ფეხბურთის მატჩივითაა..

რაც უფრო საინტერესო არის თუ გეჩვენება, მით უფრო სწრაფად ჩაივლის…

სწრაფი მატარებლებივით….

იმ სადგურზე რომ არ ჩერდება შენ რომ იცდი და ზუსტად იქ მიდის… სადაც ასე მაგრად გეჩქარება….

დავემშვიდობე მასპინძელს…

ხელზე მთხვევით და ლოყაზე კოცნით….

უი, რა ხანია ვიცნობ….

ძალიან მაგარია, როგორც ჟურნალისტი, მწერალი, მკითხველი და რაც მთავარია… ადამიანი!!!

წამოვედი… და რა თქმა უნდა გადაცემის ჩანაწერი არ მინახავს….

არასოდეს მინახავს პირდაპირი რეპორტაჟის ჩანაწერი….

ხომ გესმით წესი-წესია!

წესი წესი როა…. იმიტომაც არსებობს მისი დასტური და…

ზუსტად ექვსი თვის თავზე….

ზუსტად ექვსი თვის თავზე გადაცემის ჩანაწერი ვნახე და…

მას მერე არასდოდეს დავმჯარვარ პირდაპირ ეთერში…

ვიმეორებ – არასოდეს…

მოწვევა თუ იყო?

იყო და თანაც ვისგან!

ტოლისა და მსგავსისგან და მაინც…

ეს არ იყო იყო და არა იყო რა…

ეს იყო!

და თუ ვნანობ?!

ფაქტს – არა…

უბრალოდ – მრცხვენია!

და თუ ოდესმე ჩემი სურვილით კიდევ ერთხელ გავბედავ…

მხოლოდ მასთან!

და თუ სხვაგანაც მომიწევს…

საჯარო მოხელეობა ხანდახან მხოლოდ ტვირთია!!

ავტორი: გიორგი კილაძე

დიმიტრი არაყიშვილი -150

წელს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150, ხოლო გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა.

უფროსი თაობის სხვა ქართველ კომპოზიტორებთან, მელიტონ ბალანჩივაძესთან, ზაქარია ფალიაშვილთან, ნიკო სულხანიშილთან და  ვიქტორ დოლიძესთან ერთად, დიმიტრი არაყიშვილი  სამართლიანად არის აღიარებული ეროვნული, პროფესიული მუსიკალური სკოლის ფუძემდებლად. ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, სადაც კომპოზიტორმა კვალი არ დატოვა.

მომავალი კომპოზიტორის პაპა, თედო, პეტრე ბაგრატიონის ძმის ყმა იყო. ერთ-ერთი ბრძოლის დროს თედო ტყვედ ჩავარდა. ბოლოს კი მოზდოკში დასახლდა და იქვე დაოჯახდა. ასე აღმოჩნდნენ დიმიტრი არაყიშვილის წინაპრები სამშობლოსგან მოშორებით. დიმიტრი არაყიშვილის მამაც იქვე აღიზარდა, მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვლადიკავკაზში დასახლდა. 1873 წლის 23 თებერვალს,  ვლადიკავკაზშივე  დაიბადა დიმიტრი. მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. დიმიტრიმ ადრეული ასაკიდან, 13 წლიდან დაიწყო მუშაობა. ოთხკლასიან სასწავლებელში სწავლის პარალელურად, საეკლესიო გუნდშიც მღეროდა. ბავშვობის შთაბეჭდილებებმა, დედისგან გაგონილმა ქართულმა ზღაპრებმა და ლეგენდებმა, მამის მიერ შესრულებულმა ქალაქურმა სიმღერებმა და ვეფხისტყაოსნის სტრიქონებზე ნამღერმა ჰანგებმა, განსაკუთრებული კვალი დატოვა, სამშობლოდან მოწყვეტილი ყმაწვილის მეხსიერებაში. სიჭაბუკის წლებში უფროს ძმასთან ერთად სამუშაოს ძებნისას, დიმიტრი არაყიშვილი  განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და მუსიკის მიმართ. ხალხური სიმღერების ნოტირების ადრეულ ცდებს განეკუთვნება  მშობლებისა და ახლობლებისგან 1896-1897 წლებში მის მიერ ჩაწერილი ქართული, ყულმუხური, ჩეჩნური სიმღერები, აფხაზური კილოს ნიმუშები, ერთ-ერთი მწყემსისგან ჩაწერილი რუსული საკრავის ჰანგები. ქართული მუსიკისადმი სიყვარული მას კიდევ უფრო გაუღვივა ლადო აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა ქართულმა გუნდმა, რომელსაც ჩეხი მუსიკოსი იოსებ რატილი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები: რომანსი „ჩემო მკვლელო ვიცი, ვიცი“ (ლექსი ილია ჭავავაძის) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში დიმიტრი არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ რუს მუსიკოსებთან და მეცნიერებთან,  რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან. ასევე ურთიერთობდა  მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულ საზოგადოებასთან. მათი დავალებით, 1901-1908 წლებში ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა. ფონოგრამის ლილვაკებზე ნიმუშების ჩაწერის შემდეგ არაყიშვილს მასალა ნოტებზე გადაჰქონდა. ჩატარებული საექსპედიციო მუშაობის ანგარიშით, არაყიშვილი წარსდგა მოსკოვის უნივერსიტეტის მუსიკალურ-ეთნოგრაფიული კომისიის წინაშე, რის შემდეგაც იგი არჩეულ იქნა ამ კომისიის ნამდვილ წევრად. ექსპედიციებისთ~ვის საჭირო თანხა ცნობილმა ქართველმა მრეწველმა, მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ, დავით სარაჯიშვილმა გაიღო, რომელიც შემდგომშიც ბევრჯერ დაეხმარა მეცნიერს სხვადასხვა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ექსპედიციებში მოპოვებულ მასალებზე  დაყრდნობით, ვრცელი გამოკვლევებით და კომენტარებით, არაყიშვილმა სამი დიდი კრებული გამოსცა. ამ ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფადობა.

მართალია, საქართველოში XIX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უკვე გამოცემული იყო ხალხური სიმღერისა და საგალობლების პირველი კრებულები, მაგრამ არაყიშვილმა ეს საქმე მაღალ პროფესიულ საფეხურზე აიყვანა. მან მოსკოვში 1905 წელს გამოსცა კრებული, რომელშიც შესული იყო იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები და ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ. ფასდაუდებელია არაყიშვილის ღვაწლი ქართული და საქართველოში გავრცელებული საკრავებისა და საკრავიანი მუსიკის შესწავლის საქმეში. იგი პირველი მკვლევარია, რომელმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების, კერძოდ კი რუსეთში, ყიზლარსა და მოზდოკში მიგრირებული ქართველების ფოლკლორი შეკრიბა. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა სიმღერა, დასავლეთ საქართველოს იმერეთის ხალხური სიმღერა, ქართული მუსიკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მიმოხილვა,  ქართლ-კახური სიმღერების განვითარების მოკლე ნარკვევი, ქართული ეროვნული ერთხმოვანი სიმღერები, ქართული ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა-გაზომვა, რაჭული, სვანური ხალხური სიმღერები, დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერათა კილოს წყობა, ასეთია არაყიშვილის ფოლკლორისტული ნაშრომების არასრული სია. არაყიშვილის სტატიები სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა ევროპაში, კერძოდ გერმანიის ჟურნალ-გაზეთებში.1953 წლის თებერვალში,  საქართველოში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 80 წლისთავი. მან მიიღო უამრავი მისალოცი დეპეშა საქართველოს ყველა კუთხიდან,  საზღვარგარეთიდან, იმდროინდელი საბჭოთა კავშირიდან. საიუბილეო თარიღის შემდეგ კომპოზიტორი სულ უფრო ცუდად გრძნობდა თავს. „ყოველ დღე სიკვდილზე ვფიქრობ და ველი მას. დიდხანს ვეღარ გავაწევ“ – წერდა იგი თავის მეგობარს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე . და, ასეც მოხდა.

1918 წელს, დიმიტრი არაყიშვილი საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად პროფესიონალ მუსიკოსთა კადრების მომზადება დაისახა. 3 წლის შემდეგ, თბილისში დააარსა მეორე კონსერვატორია (პირველი 1917 წელს იყო დაარსებული), რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. აქ პირველად შემოიღეს , ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის კურსი. 1923 წელს, ორივე კონსერვატორია გაერთიანდა და 1926 წლიდან დიმიტრი არაყიშვილი გახდა თბილისის კონსერვატორიის რექტორი. იგი სხვადასხვა დროს იყო კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს.  ამ პერიოდში დიმიტრი არაყიშვილმა შექმნა: სიმფონიები, რომანსები, კანტატა, კომიკური ოპერა „დინარა“, ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მუსიკა კ/ფ-თვის „ჯურხაის ფარი“, რისთვისაც დაჯილდოვდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიით.  1945 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან შეიქმნა მუსიკალური ფოლკლორისტიკის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც დიმიტრი არაყიშვილი დაინიშნა. 1950 წლიდან იგი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა. ღრმად მოხუცებული დიმიტრი არაყიშვილი განაგრძობდა აქტიურ მუშაობას, როგორც შემოქმედი და როგორც მკვლევარი. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1952 წელს, იგი ესტუმრა აჭარას; მოიარა მთიანი აჭარა, ქედის და ხულოს რაიონები. დაესწრო კონცერტებს, ოჯახებში იწერდა სიმღერებს. არაყიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს ქართულ ენაზე გამოცემულ შრომებს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ წერილებს. მის მიერ ლილვაკებზე ჩაწერილი მასალის დიდი ნაწილი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება. თბილისში, თეატრის, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში აღმოჩნდა არაყიშვილის მიერ 1923 წელს ლილვაკებზე ჩაწერილი 35 ოსური სიმღერა, რომელიც 2006 წელს გამოიცა კიდეც. აქვე ინახება კომპოზიტორის ხელნაწერებიც. არ არის გამორიცხული კიდევ რაიმე შეემატოს  დიმიტრი არაყიშვილის ფოლკლორისტული მემკვიდრეობის ვრცელ ნუსხას.

დიმიტრი არაყიშვილი გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიმიტრი არაყიშვილი სამართლიანად არის აღიარებული ქართველ კლასიკოს კომპოზიტორად, მაგრამ რაც მთავარია, ის იყო დიდი პატრიოტი, რომლის თითოეული ნაშრომი, საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით არის გაჟღენთილა.

მასალა მოამზადა: სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებამ.

ამბავი გაზეთ “დროების” დახურვისა და მასში ერთი გურულის უშუალო მონაწილეობისა.

1885 წლის 17 სექტემბერს მთავარმართებელ ა. დონდუკოვ-კორსაკოვის განკარგულებით აიკრძალა თბილისში ქართულ ენაზე გამომავალი გაზეთ „დროების“ გამოცემა.

დახურვის მიზეზების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნელი ბოსტაშვილის სტატიაში “რატომ დაიხურა გაზეთი” (“დროება”? : [ივანე მაჩაბელი და მეფის ცენზურა] / ნელი ბოსტაშვილი // საისტორიო მოამბე. – , 1991. – N61-62. – გვ.262-287.)

თუ რამე დამეჯერება, სტატია ბევრი რამის გამო არის მეტად საინტერესო, თუმცა, ამჟამად (ვის თუ არა, მე) მხოლოდ „ილიასა და გურულების” კონტექსტში მაინტერესებს და მაინც, გვერდს ვერ ავუვლი გაზეთის დახურვის მიზეზებზე საუბარს.

სტატიაში ვკითხულობთ:

„ თუ რამდენადაა გაღვივებული გაზეთ „დროებაში“ მთავრობის საწინააღმდეგო სული და მავნე მიმართულება, კარგად ჩანს იმ სტატიების ჩამოთვლით, რომლებიც მომიტანა კავკასიის საცენზურო კომიტეტმა და რომლებიც სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო ამ გაზეთში გამოსაქვეყნებლად, მაგრამ ცენზურის მიერ არ იყო დაშვებული:

ა. სახელწოდებით: „რა დროს ბოდიშია“, მიმართულია ქართველ თავადაზნაურთა გასაღიზიანებლად გლეხთა ფენების წინააღმდეგ.

ბ. სეპარატისტული ხასიათის მოწინავე წერილი, რომელიც მოუწოდებს, რომ ხელები ჩასჭიდონ ერთმანეთს.

ვ. ლექსი სათაურით „№ ქალწულს“, სადაც რუსეთი წარმოდგენილია ჩრდილოეთის ცივი ქალწულის სახით, რომელსაც წინადადება ეძლევა ჩამოშორდეს, მოსცილდეს ჩვენს ქვეყანას (საქართველოს).

გ. ვარსკვლავებით აღნიშნული ლექსი მოუწოდებს ქართველ ხალხს აჯანყებისაკენ.

დ. მოწინავე წერილი ყველაფერი ქართულის აუცილებელი შესწავლის შესახებ, რათა აღდგეს ეროვნულობა.

ე. სტატია „შეერთებული ქვეყნების მმართველობის სხვადასხვა სისტემა“, მიმართული მთავრობის წინააღმდეგ საქართველოსთან ურთიერთობაში.

ვ. ლექსი „მწყემსი“, რომელშიც ურიგოდაა აღწერილი მეფე და მისი ქვეშევრდომები.

ზ. სიმღერა: „ვინა სთქვა საქართველოზე, რომ ეს ლომის ბოკვერი უკვე კვდებაო“, მოუწოდებს ყველას შეერთებისა და მტრის წინააღმდეგ იარაღის ასხმისაკენ.

თ. სტატია: „გორის მაზრის სატრაპები“, ურიგოდაა აღწერილი მაზრის უფროსის და მისი ქვეშევრდომი მოხელეების მოქმედება.”

სიმართლე გითხრათ არცთუ დიდხნიანი ძიების შემდეგ ვერც „მაზრის უფროსის და მისი ქვეშევრდომი მოხელეების მოქმედებას” გავეცანი და ვერც ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სტატიებსა და ლექსებს.

ვერ გაცნობილებს შორისაა სიმღერა „ვინა სთქვა საქართველოზე, რომ ეს ლომის ბოკვერი უკვე კვდებაო”, რომელიც ივანე მაჩაბელს უნდა ეკუთვნოდეს (იხ. სტატიის ეპიგრაფი”), თუმცა, ერთი „ძალიან მაგარი” ლექსი, რომ არ გამხსენებოდა, შეუძლებელი იყო.

ლექსის ავტორი, ბაჩანა რაზიკაშვილია. ლექსს სრულად, არა, მაგრამ დასაწყისს აუცილებლად შევახსენებ მკითხველს:

„ვინა სთქვა საქართველოზე,

„ეგ არის ლომი კვდებაო,

ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,

მალე მზეც გაუქრებაო,

თავს დასტრიალებს ყორანი,

დასჩხავის ზედიზედაო?!“

თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,

გამაგრდი, ქართლის დედაო!

ბევრმა გვიქადა კვლავაცა,

ბევრმა იუბნა ესაო,

ბევრმა გვიკრიჭა კბილები,

ჩუმად ფრანგული ლესაო.

ცუდად წაუხდათ ქადილი,

ვერრას გამოჰრჩნენ ვეფხვსაო,

ლეკვები წამოეზარდნენ,

მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო,..”

დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გამორჩენია ვეფხვის არა, მაგრამ მაინც, ბრჭყალები.

ბაჩანა ამ დროს ლამის 20 წლისაა და დანამდვილებით ვიცით, უკვე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ლექსი, მათ, შორის, რაც ახლა მახსენდება, „მუხა“ და „სიმღერა, მაგრამ რასაც ვერაფრით „გავიხსენებ“ არის პასუხი კითხვაზე: ნეტა, სად გაეცნო ბატონი ბაჩანა ივანე მაჩაბლის ცენზურის აკრძალულ ლექსს?!

დამეთანხმეთ, კითხვა საინტერესოა, თუმცა, პასუხი არც „გუგლში“ არსად ჩანს, არც ეროვნული ბიბლიოთეკის ელბაზებსა და კოლექციებში და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერც გავიგებ და არც მეცოდინება.

სულ სხვა ცოდნა მაქვს, ზემოხსენებული სტატიის დახმარებით და თქვენც გიზიარებთ:

„გიორგი ქართველიშვილი, ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე ბეჭდვითი სიტყვის მთავარი სამმართველოს სახელზე 22 აგვისტოს შედიან განცხადებით, რომ რედაქტორად დანიშნონ ყოველთვიური ქართული ჟურნალის „ივერიის“ რედაქტორი ილია ჭავჭავაძე. ,მაგ: რომ რუსი მოხელეებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ „დროების“ და „ივერიის“ ტონი და მიმართულება ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. მართებულად წერს ვახტანგ ჭელიძე ნაშრომში „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ (გვ. 154), რომ „იმ წლებში „ივერიასა“ და „დროებაში“ გამოქვეყნებულ ბევრ წერილს, ხელმოწერას თუ არ დახედავ ან, მითუმეტეს, თუკი სულაც არა აქვს გვარი მოწერილი, ვერც გაარჩევ-ილიას ეკუთვნის, თუ მაჩაბელს. ივანე მაჩაბელმა ერთბაშად შეითვისა ილიას წერის მანერაც კი. მისი წერილებიც გამოირჩევიან პირდაპირობით, გაბედულობით, სამართლიანობით, დაუნდობლობამდე მისული მოურიდებლობით“. ეს ყველაფერი კარგად იყო ცნობილი მათთვის, ვისაც ჯერ არს”…

კიდევ ერთი გურული გავიხსენე ამჯერზე – მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი, გამომცემელი, რომ იტყვიან უბრალოდ, „მაგარი კაცი“ (სულ რომ არაფერი იცოდე მის შესახებ ნათქვამის სისწორეში მხოლოდ „ანდერძი“ დაგარწმუნებს!, რომ იცოდეთ, როგორ მიჯრით და სიამოვნებით წავიკითხე „ქართლის ქრონიკების“ 4 ტომი და „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“, 1988 წელს!) ვახტანგ ჭელიძე და ვისაც კიდევ ბევრჯერ გავიხსენებ “ჩემი ილიას ” წერისას, განსაკუთრებით თუ გავბედე და ილია და ივანე მაჩაბლის ურთიერთობას შევეხე.

ჰო, მხოლოდ შევეხე და არა, მიმოვიხილე…

შესაშური მოთმინება გაქვს, გაზეთ „ალიონის” მკითხველო…

ამდენი ხანია „მკითხულობ“, ე.ი მისმენ და მშვიდად ელოდები როდის გამცნობ, თუ რა კავშირი აქვს უკვე ნათქვამს „ილია და გურულების” ურთიერთობასთან.

აქვს და დარწმუნებული ვარ, შენც არ გეპარება ამაში ეჭვი: განა მიუხედავად არც თუ თანმიმდევრული თხრობისა მთავარ სათქმელს (ლირიკულ და არც თუ ლირიკულ გადახვევები რომ იქნებოდა, განა წინასწარ არ გაგაფრთხილე? ორი „განა! რა ამბავიაო თუ გაიფიქრე გიბოდიშებ, რა ვქნა, დიდი მცდელობა დამწირდა, ვიდრე ასე უშუალოდ მომემართვა შენთვის,,. მოკლედ, მგონი მოვახერხე და შევძელი ამ ბოლო დროს ზუსტად ისე ვწერ, როგორც ვლაპარაკობ”) თუნდაც ერთხელ ავუარე გვერდი?!

არა, და არც ახლა ვაპირებ, ენდე!

„დროების” დახურვის კიდევ ერთ და ჩემი აზრით, არც თუ უმნიშვნელო მიზეზს გაგახსენებ/გაგაცნობ და ყველაფერს უჩემოდაც მიხვდები!

ილია ჭყონიას სტატია („გურიის ცხოვრებიდამ”. (გაზეთი „დროება“, 1885. 3 ივლისი. № 140). უნდა გაგახსენო გაზეთ „ალიონის“ მკითხველო.

გახსენება 1 ქალბატონ ნელის სტატიაშიც შეიძლება და თავად „დროების” მითითებულ ნომერშიც, თუმცა, მინდა, როგორც უკვე მრავალჯერ, გთხოვ, თუ დაგაინტერესდი ეროვნული ბიბლიოთეკის “მამარდაშვილის ციფრული კოლექციებში” გაეცანი შესაბამის ბმულზე (იხ.http://www.nplg.gov.ge/…/HASH6087a2318e2ddd9fe1353b…), მიზეზი ერთადერთია, დიდი შრომა გვაქვს ჩადებული მე და ჩემ რამდენიმე კოლეგას “მამარდაშვილის კოლექციის“ ახალი სიცოცხლისთვის და მინდა ბევრმა გაიცნოს!

რას ვიზამ, მეც ადამიანი ვარ და მეც ნებისმიერი ადამიანივით მჭირდება მოტივირება ანუ ზომიერად შექება!

… და ვიდრე ჩემი მოტივირებისთვის (შექებაზე, მეორედ ენას როგორ დავძრავ?!) შესაბამის სიტყვებს ეძებ მე „გურიის ცხოვრებიდამ“ ერთ აბზაცს მოვიტან ჭაშნიკად:

„იქ სადაც გურიის ტურფა მთა-მინდვრებზე მწვანე ნაპირებთ შორის ვეფხივით მოხტის ქვებიდან ქვებზე ანკარა ბჟუჯი (ვახუშტის „ხინოს წყალი“) და მას სამხრეთის გორიდან ზვავობით დასცქერს მედიდური მონასტერი შემოქმედისა, ე. ი. მონასტრისავე სახელით წოდებულს სოფელს შემოქმედში მოხდა იმგვარი შემთხვევა, რომელსაც საშუალო საუკუნეთა ისტორიაში უნდა ჰქონოდა ადგილი და არა მეცხრამეტე საუკუნის ღამლევს გაზეთის სვეტებზე. ერთ მშვენიერს ივანობისთვის დილას ცხრა წლის „გაუპუტკნული“. მაგრამ „ვაშლლოყებიანი“,შავთვალწარბა და თეთრ – წითური გლეხის ვაჟი ტყეში შევიდა ფიჩხის „მოსახიკად“ (შესაგროვებლად), მოხიკა შეაგროვა) კიდეც, ერთს ადგილს დააგროვა და მერმე … მერმე კაცმა არ იცის, სად წავიდა სადაური, სად აღეფხვრა საღით ძირი. იციან მხოლოდ, რომ ცას არ აუტაცნია, ქვესკნელს არ ჩაუყლაპავს, წყალს არ წაუღია და ნადირს არ შეუჭამია. ის ერთი ხმა, რომელსაც ერისას უწოდებენ და ღვთისას უდრიან ,ასე მოგახსენებთ, რომ იგი ტყვედ გაჰყიდესო! ტყვედ თუ გაჰყიდეს, მაშინ არ იქნება გასაკვირველი, თუ რატომ ვერ მიაკვლია ამ საარაკო შემთხვევის მსხვერპლის კვალს ადგილობრივმა გამგეობამ: ამგვარ შემთხვევაში თავდაპირველ გამოსაძიებლად ლეკოკია საჭირო და არა ყბაში ტყაპასანის წყალობით წინ წაწეული …”.

„ყბაში ტყაპასანის წყალობით” არა, მაგრამ ჩვენც წავიწიოთ წინ…

თავად ილია ჭყონიას მოსაზრება მინდა გაგაცნოთ „დროების” დახურვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ჟურნალ “მნათობში” (ჟურნალი მნათობი N8-9 აგვისტო-სექტემბერი 1928) გამოქვეყნებული სტატიის „ჩემი დღე და სოფელი“ გასხენება მოგვიწევს.

„1885 წ. მთავარ-მართებლის დონდუკოვ-კორსაკოვის მიზეზით დახურეს გაზეთი „დროება“ და მით მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს ივ. მაჩაბლის გავლენას და მოღვაწეობას. – უშუალო მიზეზი გაზეთის დახურვისა იყო ორი ფელეტონი: ერთი თვით ივ. მაჩაბლის და მეორე ამ პწკრების დამწერის. – პირველში მაშინდელი მეფის ნაცვალი დონდუკოვ-კორძrms :19ი და ხშირათ პროვინციებში საქეიფოთ მიმოსვლის მოყვარული ალეგორიუITifდ გამოყვანილი იყო დათვად, რომელიც ეწვევა შუა ბაზარს, სადაც შეივლის თაფლის კასრებით სავსე ბინებში, სტეხს კასრებს და სვლეპს თაფლს რამდენსაც შესძლებს.

მეორე ფელეტონში გამოყვანილი იყო ოზურგეთის პოლიცია—მაზრის უფროსი— ხოჯად, ხოლო მისი პრისტავი — მოლად.

– პირველმა აალაპარაკა მთელი ტფილისი და შემდეგ მთელი საქართველოც, ხოლო მეორემ ოზურგეთი გურიანად“

რაც შეეხება ილია ჭყონიას ბიოგრაფიას, დაინტერესებული მკითხველი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან და ვიკი-ენციკლოპედია „ბიბლიოვიკიდან“ გაეცნობა.

საინტერესო ბიოგრაფიის კაცია, მენდეთ!

ავტორი: გიორგი კილაძე

ამბავი არა მხოლოდ ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების სახალხო სახლთან დაარსებული სამკითხველოსა

1906 წელს ქშწკგ საზოგადოების ისტორიაში უპრეცენდენტო ამბავი მოხდა. სწორედ ამ წელს ძმები ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

თავად ფაქტი კიდევ ერთი რამითაა განსაკუთრებული, მოყოლებული 1880 წლიდან, როდესაც პირველი საპატიო წევრი იქნა არჩეული, არ ყოფილა შემთხვევა, როცა არა თუ ძმები, არამედ სამი წევრი (გამონაკლისია 1896 და 1904 წ.წ., აქვე შეგახსენებთ, 1896 წელს იყვნენ არჩეულნი: ილია, აკაკი და ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე; რაც შეეხება 1904 წელს ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.) აერჩიოთ.

და მაინც რამდენი იყო ძმა ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრი?

სამი?

იქნებ ოთხი?

მოდით, ამაზე კიდევ უფრო მოგვიანებით ვისაუბროთ… ახლა კი ლირიკულად გადავუხვევ კიდევ ერთხელ…

ძმები ზუბალაშვილების შესახებ პირველად მამამ მიამბო. კარგად მახსოვს რუსთაველიდან მარჯანიშვილისკენ მივდიოდით. მარჯანიშვილის თეატრს რომ ჩავუარეთ, თეატრის უზომოდ მოყვარულმა მამამ შემაჩერა და მითხრა: „გიო, ეს შენობა ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს და ქალაქს საჩუქრად გადასცესო”.

წარმოგიდგენიათ რა დაემართა 12 წლის ბიჭს, რომელსაც უნდა გაეაზრებინა ჯერ ამოდენა შენობის საკუთარი სახსრებით აშენება და მერე ქალაქისთვის უფულოდ გადაცემა?!

მე ვერაფრით წარმოვიდგინე.

შენობას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ნაბიჯი გადავდგი.

მამაც ჩემთან ერთად დაიძრა. ზუბალაშვილებზე საუბარი არ გაუგრძელებია, ბევრი ამბავი თუ ისტორია მოჰყვა, რაღაცნაირად, თითქოს ამბიდან ამბავზე, ისტორიიდან ისტორიაზე ზუსტად ისე გადადიოდა, როგორც მე ჩემს წიგნში. უჩვეულო თხრობა იყო მამისთვის და მაინც ძალზე საინტერესო.

ბევრი ისტორიიდან ცოტაღა მახსოვს…

ერთი რომ არ ვთქვა ვერაფრით ვახერხებ: „მარჯანიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი ქუთაისში დაარსა და მერე მთელი თეატრი აქ გადმოვიდა”. – თქვა მამამ და ნაბიჯს აუჩქარა.

მე რატომღაც უკან მოვიხედე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი თეატრის შენობას.

მამას ძალიან უყვარდა ქუთაისი…

ჩემი მთელი ახალგაზრდობაა -ამბობდა ხშირად და  ბევრს ჰყვებოდა ქუთაისზე, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში.., ვუსმენდი და  გარდაცვალებიდან ორიოდე წლის შემდეგ ძველი ქუთაისი ფეხით შემოვიარე!

თბილისში ვბრუნდები და გაზეთ „ივერიის “1905 წ. 25 მაისის 84-ე ნომრის გვერდზე, სტატიაში „ახირებული მოთხოვნა” ვკითხულობ:

„ქალაქის საბჭომ 19 მაისის კრებაზე, სხვათა შორის, განიხილა ცნობილ ქველმოქმედ ძმათა ზუბალაშვილების წინადადება — მიიღოს ქალაქმა განსვენებულის კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობაზე აგებული სახალხო სახლი—თეატრი.

ხსენებული უზარმაზარი შენობა ზუბალაშვილებს დასჯდომიათ 300,000 მან. და ეგოდენ ძვირფასი სახალხო განძი, კულტურული ტაძარი გრძნობა-გონების განვითარებისათვის, ქველმოქმედ ზუბალაშვილებმა ქალაქ ტფილისს უფეშქაშეს.

ქალაქის საბჭოს უდიდეს მადლობის მეტი რაღა ეთქმოდა, მაგრამ დახე ადამიანის უმადურობას… თურმე, ნუ იტყვით, საბჭოს არაფრად ეჭაშნიკა ზუბალაშვილის ყოვლად მართებული ორგანიზაცია სახალხო სახლის მართვა-გამგეობისა.

საქმე ის არის, რომ ზუბალაშვილები საჭიროდ და სამართლიანად სცნობენ, რომ ხსენებულ სახლს განაგებდეს ქალაქის მოურავის თავმჯდომარეობით განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის წევრებადაც მოწვეულ იქმნებიან ქალაქის საბჭოს ერთი წარმომადგენელი, სომხურ და ქართულ დრამატიულ საზოგადოებათა მიერ ქალაქის ხმოსნებში არჩეული თითო კაცი, სიფხიზლისა და სახალხო კითხვების საზოგადოებათა თითო კაცი და ერთიც თვით ზუბალაშვილებისაგან დანიშნული წევრი.

ამ ექვსმა დაწესებულებამ კანდიდატები უნდა დაასახელოს, ხოლო საბჭო ამტკიცებს კომიტეტის წევრთ. ყოველ ორი წლის შემდეგ კომიტეტის წევრნი იცვლებიან. საბჭოვე ამტკიცებს ხარჯთ-აღრიცხვას, ხოლო ყოველივე შემოსავალი ქალაქის საკუთრებას შეადგენს.

როგორც მკითხველი ხედავს  ამაზე უფრო ხელსაყრელი პირობა ქალაქისათვის წარმოუდგენელიც არის. მესამედ მილიონად ღირებულ ქონებას გთავაზობენ და ამ ქონების და მის შემოსავლის სრული ბატონ-პატრონი და ბრძანებელი შენა ხარ! მეტი რაღა გინდა? – მაგრამ… მაგარი ის არის, რომ კაცის თვალი ხარბიაო, ნათქვამია, და ჩვენი ქალაქის საბჭოს თვალი ხომ ნამეტნავად: რამდენი წევრიც სხვადასხვა დაწესებულებებს ეყოლება, იმდენი წევრი, საბჭოსაც უნდა ჰყავდესო, გაიძახოდნენ ჩვენი ქალაქის მადა-აშლილი „მამები“ და კიდევაც ასეთი დადგენილება მიიღეს.

მერე რადაო? იმად, რომ საბჭომ ჩვეულებრივი „ნათლიმამობა“ გაუწიოს ხოლმე „ახლო პირებს“, რომელნიც, უეჭველია, „ხარჯთ-აღრიცხვას გაამართლებენ“… „ ჩვენ ძალიან ვეჭვობთ, რომ ასეთის ახირებულ სურვილით, ცალმხრივის და შეუფერებელ ნდომით ძმათა ზუბალაშვილებს შეაცვლევინონ ყოვლად მართებული და დიაღაც კანონიერი წინადადება.”

სტატიას ხელს აწერს „სცენის მოყვარე.”, რომელიც ვალერიან გუნიას ფსევდონიმი გახლავთ.

დროა, სტეფანე ზუბალაშვილის ბიოგრაფიიდან ერთი არცთუ ვრცელ ამონარიდი მოვიყვანო… მეტად საინტერესო ფაქტზე მოგვიწევს ფიქრი, განსაკუთრებით კოლეგებო…

ამასთან, ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ნათქვამის სისწორეში ნათქვამს ბმულსაც ვურთავ…

„1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ, ლევან, პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ) ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია, ხოლო 1912 წელს ოთხივე ძმა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. (http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00018128/) “

ასე რომ, კიდევ უფრო უპრეცენდენტო ამბავთან გვაქვს საქმე!

კიდევ ერთი კითხვაც და სახალხო სახლთან დაარსებული სამკითხველოზეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას…

კითხვა ასეთია…

სულ რამდენი საპატიო წევრი ჰყავდა ქშწკგ საზოგადოებას?

23?

იქნებ 24 და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი…

აი, დაპირებულ სახალხო სახლთან დაარსებულ სამკითხველოზე საუბრის დრო რომ მოვიდა დანამდვილებით ვიცი.

ვიცი  და ამიტომ, ჩემგან ბევრჯერ ნახსენებ „საბიბლიოთეკო საქნე საქართველოს“ 305-ე გვერდზე გადავინაცვლებ და საინტერესო ინფორმაციას სათქვენოდაც წავიკითხავ:

„წ.-კ. საზოგადოების ნაძალადევისა და პუშკინის სახელობის ბიბლიოთეკის შემდეგ ყველაზე ღირსშესანიშნავი 1909 წელს ძმების ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების სახალხო სახლთან დაარსებული სამკითხველო იყო. ძმების ზუბალაშვილების სახალხო სახლი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მდებარეობდა (ამჟამად კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი), რომლის მიზანი იყო სხვადასხვა სანახაობითი საქმიანობის წარმოება და კულტმასობრივი ღონისძიებათა გამართვა ქალაქის მოსახლეობის ფართო ფენებისათვის. ამდენად, ბიბლიოთეკა აქ ერთგვარად წამყვან როლს თამაშობდა და მას განსაკუთრებულ ყურადღებასაც უთმობდნენ.

გახსნის მომენტისათვის ბიბლიოთეკაში სულ 3438 წიგნი იყო. იგი დროთა განმავლობაში იზრდებოდა და 1917 წლისათვის მისმა ფონდმა 13024-ს მიაღწია. აქ თავს იყრიდა როგორც ქალაქის დაბალი ფენების წარმომადგენლები, ისე საშუალო ინტელიგენცია. იგი კარგი საშუალება იყო რევოლუციურად განწყობილი პირების შეხვედრებისა და თავშეყრისათვის.

ამ ბიბლიოთეკის ფონდის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეზე, მუშაობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს ის ორი კატალოგი, რომელიც 1910 (Систематический каталог Публичной библиотеки городское го народного дома, им. К. Я. Зубалова. Тб., 1910.) და 1916 (Систематический каталог Публичной библиотеки городского народного дома им. К. Я. З убалова. Тб., 1916) წლებში იქნა გამოცემული ბიბლიოთეკის მიერ.“

ავტორი : გიორგი კილაძე

ამბავი „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ გაციფრულებისა და გარდაცვლილი ორი არაჩვეულებრივი კოლეგის გახსენებისა

ამბავი შორიდან, პატარა, მაგრამ მნიშვნელობანი  წერილიდან ერთი ამონარიდის  გაცნობით უნდა დავიწყო და ვიდრე დავიწყებდე წერილის ავტორიც და ადრესატის უნდა გავიხსენო მე და გავახსენო მკითხველს.

წერილის  ავტორი ილია ჭავჭავაძეა…

ადრესატი – ვასილ მაჩაბელი

დაწერის თარიღი  – 1877 წლის 10 მარტი

„…ჩვენი დავით იესეს ძე ჩუბინოვი ნახე. გაზეთი მოვართვი, როგორც ჩვენს უხუცესს მწიგნობარსა. ჰსთხოვე ჩემ მაგიერ, ლაზისტანზედ რომ რუსულად ნაწერი აქვს, გამომიგზავნოს, მე თვითო ვჰსთარგმნი და ისე დავბეჭდავ. შენი ჭირიმე, ამ წიგნის მიღებისვე უმალ მიდი და ჩემ მაგიერ ჰსთხოვე, მალე გამომიგზავნოს. დაპირებულიც არის…“.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი, დაპირებული  ვასილ მაჩაბლის ჩარევის შემდეგ ასრულდა თუ მანამდე, მაგრამ ფაქტია, გაივლის სულ  რამდენიმე თვე და 1877 ივნისში ხსენებული „ნაწერი“ (დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“) პეტერბურგიდან თბილისში გამოგზავნილიცაა, თარგმნილი და პირველი ნაწილი გაზეთ  „ივერიის“ მეთოთხმეტე ნომერში დაბეჭდილიც და გავრცელებულიც და შეიძლება კი ვცები მაგრამ… თუ სამეცნიერო წრეებს არ ჩავთვლით დასავიწყებლად გამეტებულიც…

სიტყვაზე მენდეთ, ხსენებული წიგნის გაციფრულების საქმე რომ წამოვიწყე ცოტამ თუ იცოდა ხსენებული ნარკვევის არსებობა, წაკითხვაზე არაფერს ვამბობ… ერთი-ორი თუ იქნებოდა დასტურ ვამბობ!

დასტურ ვამბობ იმასაც, რომ  2019 წელს,  საქართველო, მთელი თუ არა, გარკვეული ნაწილი ქშწკგ საზოგადოების 140 წლის იუბილესთვის ემზადება. არც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia გახლდათ გამონაკლისი გარკვეული ნაწილთა შორის. სამეცნიერო-პრაქტიკულ, ხაზს ვუსვამ, სამეცნიერო-პრაქტიკულ და არა, მხოლოდ სამეცნიერო, კონფერენციის ორგანიზება სულით, გულით და კიდევ თუ რამით შიძლება ბიბლიოთეკარმა, ჩვენმა კოლეგამ ბატონმა გურამ თაყნიაშვილმა ითავა. ითავა და საქმესაც ბოლომდე მიიყვანდა (ბატონი გურამი და ბოლომდე არ მიყვანილი საქმე?!) რომ არა მოულოდნელი გარდაცვალება.

გადაუჭარბებლად ვამბობ, მართლაც საოცარი კაცი ბრძანდებოდა ბატონი გურამი, დარწმუნებული ვარ მსგავს კაცებზე დაკვირვებამ ათქმევინა ილიას „მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“

სწორედ ასეთ კაცზე ვსაუბრობ ახლა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ საოცარი კაცი ბრძანდებოდა ბატონი გურამი,(არ დამავიწყდეს გითხრათ, დიდხანს და ბუნებრივია, იმხანადაც ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ჟურნალ “საქართველოს ბიბლიოთეკის” მთავარი რედაქტორის მოადგილეც იყო ამავდროულად.)

ეგ. იყო ყველაფერი ახლისა და პროგრესულის ამთვისებელ-გამზიარებელი ტელეფონს ფაქტობრივად არ იყენებდა… როგორც ახლა ვამბობთ,  პირადი კომუნიკაცია ერჩივნა საქმის დასაწყებად. არ დაიზარა (სიზარმაცე და ბატონი გურამი?!), სამუშაო სივრცეში თავად მეწვია და კონფერენციაში მონაწილეობა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი ( ბატონი გურამისთვის უარი თქმა?!). თემის სათაურიც “ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრები მ. მამარდაშვილის სახელობის ციფრული კოლექციებში,” იქვე შევუთანხმე და სპეციალური ქვეკოლექციის “ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრების” სახელდახელო ვერბალური მოდელი კონტურის მოვუხაზე.

შევატყვე „მაგრად ესიამოვნა”…

დროა, კოლექციაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა..

ქშწკგ საზოგადოებას სულ 26 საპატიო წევრი ჰყავდა, და მათი დიდ უმრავლესობა მწერალი გახლდათ. გადავწყვიტე  სულ ახლახან ხსენებულ ქვეკოლექციაში საპატიო წევრების ნაწარმოებები გამეთავსებინა. არა, არ მოგესმათ, უნდა „გამეთავსებინა“ .. მხოლოდ და მხოლოდ მე უნდა „გამეთავსებინა“.   ქვეკოლექციის შექმნა და მასში ბიოგრაფიების,  ნაწარმოებების განთავსება ორ ეტაპად  ჩავიფიქრე.  პირველ ეტაპზე მე თავად შევარჩევდი ნაწარმოებებს, მეორე ეტაპზე – მკითხველი შეარჩევდა, რომ იტყვიან არც მე და არც ჩემი რომელიმე კოლეგა „არაფერ შუაში იქნებოდა“.

პირველი ეტაპი, დავით ჩუბინაშვილით ზემოთ ხსენებულ ინარკვევით დავიწყე… არ დაგავიწყდეთ,  სწორედ დავით ჩუბინაშვილით იწყება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრების” ბაზა ეროვნული ბიბლიოთეკაში და სწორედ დიდი მეცნიერია საზოგადოების პირველი საპატიო წევრი!

პირველი საპატიო წევრის ბიოგრაფიაც მინდა გავახსენო მკითხველს. გასახსენებლად შორს წასვლა როდი მომიწევს – ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონს  მივაკითხავ.

მივაკითხავ და  ბიოგრაფიულიმონაცემებთან ერთად  ბიბლიოგრაფიასაც გავეცნობი და

აქ მოვიტან:

ჩემს მიერ ხაზგასმული რუსულ ენაზე შეიქმნილი ნარკვევი, როგორც უკვე ვთქვი ილიამ

 თარგმნა და დაბეჭდა…

ჩემი გარდაცვლილი კოლეგის, ქალბატონ ჟანას ჟანა ქვათაძე გახსენების დროა!

დროა, რადგამ ქალბატონ ჟანას აქვს ლომის წილი “ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა (ავტორი). – თბილისი, 1877. – 48გვ.” დოკუმენტურ. ფაილად გაციფრულების საქმეში!

ყველაფერი ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათშორისი აბონიმენტის განყოფილებაში ჩემი სატელეფონო ზარით დაიწყო, ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / Iverieli Digital-სა და ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში გაგრძელდა და ქართველოლოგიის განყოფილება Department of Kartvelology-ში დაგვირგვინდა.

სწორედ ქართელოლოგიის განყოფილების უფროსი ბრძანდებოდა იმხანად ქალბატონი ჟანა და სხვებს კი არ მოუყოლიათ, თავად ვნახე როგორ აკეთებდა წიგნის კორექტურას თავად!

ნათელი და სანთელი კოლეგებო!!!

p.s

ქალბატონ ჟანაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გამახსენდა ილიას ნათქვამი…

ავტორი: გიორგი კილაძე

ამბავი სასოფლო ბიბლიოთეკებში წიგნების დარიგებისა, ჩვენებური „ეკვილიბრიუმისა” და რადიოს ორ ეთერში ჩემი „გამოჩენისა”… 

„მატიანეს” კალენდრით 1880 წლის 4 ნოემბერია. ილია „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების მიერ ნაყიდი წიგნებიდან ორ-ორი ეგზემპლარი დაეგზავნოს ყველა სასოფლო ბიბლიოთეკას…” ამ, ჩემი და ბევრი სოფლის, წიგნისა და ბიბლიოთეკის მოყვარული, აზრით მნიშვნელოვან ამბავს სათანადოდ გამოეხმაურა. გაზეთი „დროება” (1880, 7 ნოემბ. № 235, გვ. 3.), სადაც შავით თეთრზე, უფრო ყვითელზე, შეგვიძლია წავიკითხოთ:

“წერა-კითხვის საზოგადოება

4 ნოემბერს, საზოგადოების მმართველობის სხდომამ მიიღო შემდეგი გადაწყეტილება.

 1) ბათუმის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა ბ. ალექსანდრე ნანეიშვილი, მედიკური აკადემიის სტუდენტი.

 ამაზე ეცნობა ბ. ნანეიშვილს ტელეგრამით.

2) თავ. რაფიელი ერისთვისაგან დასაბეჭდათ წარმოდგენილი ქრისტომატია, „სკა” გადაეცა განსახილველათ კამისიას, რომლის წევრათ დანიშნულ იქმნენ: გ. ე. წერეთელი , ბ. პ. უთურგაული, თ. დ. ჟორდანია და  პ. პ. უმიკაშვილი. კომისიამ თავისი ჰაზრი უნდა წარმოუდგინოს მმართველობას 1 დეკემბრამდის.

 3) სოფლის სკოლას უნდა გაეგზავნოს შვიდ ას ოთხმოცდა შვიდი მანეთის წიგნები და სწავლის ნივთები სად რა გაეგზავნოს ამის ამორჩევი მმართებლობამ მიანდო ბ. ბ. გოგებაშვილს და მეუნარგიას.

 4) ახლად გახსნილი თბილისის სა ხალხო სკოლაში ათი ღარიბი ყმაწვილები მიღებულ იქმნას მუქთათ.

 5) დაადგინეს: მიეწეროს ბორის სემინარიის დირექტორს უ. სემიონოვს, რომ საზოგადოების სტიპენ დიანტებს, ამ ჟამად, მმართებლობა ვერ მიუმატებს მათგან ნათხოვნს ორმოც-და-ათს მანეთს – წელიწადში. (თითოეულს), რადგანაც ბიუჯეტი მომატების ნებას არ აძლევს მმართველობას. (ახლა თითო სტიპენ დიტზე იხარჯება 138 მან. წელიწადში. სულ არის 6 სტიპენდიანტი)

 და 6) მიენდო თ. ი. გ. მაჩაბელს და ი. მ. მეუნარგიას. დაბეჭდონ 2,400 ეკზემპლიარი „წითელი ფანარი”, თ. გიორგი ანდრონიკაშვილის მიერ გადმოთარგმნილი.

 ახალი ადრესი საზოგადოებისა არის:

 Тифлись Въ Правление общества Грамотности, на Саперной улицѣ, №14.”

რიცხვ 14-ზე ვერაფერს გეტყვით, მე, ამჟამინდელი ბიბლიოთეკარი, ძველი წიგნის გამომცემელი, პროფესიით ეკონომისტ-მათემატიკოსი გახლავართ და არაფერი მესაქმება ნუმერალოგიასთან, ანუ ვერანაირად ვერ გეტყვი, როგორი რიცხვია 14, კარგი თუ ცუდი, ბედნიერებისა თუ არაბედნიერების მომასწავებელი, თუმცა „საპიორნოი ულიცაზე” ანუ მესანგრის ქუჩზე კი გეტყვით რამდენიმე სიტყვას. წესითა და კანონით ავლაბარში უნდა იყოს ამჟამადაც..

და რომ არ იყოს?

ეგ არაფერი, დავაზუსტებ და ჩავასწორებთ..

არაჩვეულებრივი კოლეგა  თამუნა ქოქაშვილი მართავს „მწიგნობარს”…

დავაზუსტებ, გავუგზავნი, განათავსებს და სულ ესაა!

დაზუსტებამდე აკა მორჩილაძის „ვეშაპი მადათოვზე” გავიხსენო უნდა.

აი, იქ, დანამდვილებით, შავით თეთრზე წერია და ვისაც ხელი მიუწვდება კითხულობს: „მაგალითად, მესანგრის ქუჩა – ცეცხლისაგან დაცული ხევი იყო”.

ჰო, ჰო, ჰო, რა მშვენიერი სიმბიოზია, მესანგრე და ცეცხლისგან დაცული ხევი”!

„მატიანეს” ახალი ფურცლის გადაშლის დროა!

გადავშლიდი  კიდეც, მაგრამ, აბა, ისე როგორ იქნება სწორედ აქ და სწორედ ახლა, ეროვნული ბიბლიოთეკის ბევრთაგან მხარდაჭერილი და ასე პოპულარული პროექტი „ეკვილიბრიუმი” არ ვახსენო და მადლობა არ გადავუხადო კოლეგებს: გულიკო გორდელაძეს, ლელა ლიპარტელიანს, თამუნა წიკლაურს და ბესო ბაჯელიძეს. არაფერს ვამბობ „ეკვილიბრიუმის“  სულისჩამდგმელ გიორგი კეკეკლიძეზე.

მალობას ვუხდი კომპანია „გალფს“ („გალფის“ „ჩასხმული ბენზითით“  მოძრაობენ ჩვენი ავტომობილები დანიშნულების ადგილამდე წიგნების ჩასატანად), პარტნიორ გამომცემლობებსა და კერძო პირებს, ვინც წიგნებით უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ პროექტს.

1500 სოფელსა თუ ქალაქში ჩატანილი წიგნი!

განა ერთი?!

განა – ორი?!

მაშ რამდენი?!

ათობით თითო სოფელში და ათი ათასობით 1500 სოფელში!

დიდებულია ამბავია!

სალაპარაკოს რა გამოლევდა/გამოლევს, და ვისაუბრეთ გიორგიმ და მე, ამ და კიდევ ბევრ საკითზხე  რადიო 1-ის ეთერში ჯერ კიდევ 2017-ში.

რა დროს გასულა!

მთელი 5 წელი…

გადაცემა მე მიმყავდა და „სტუმრები“ მყავდა რომ იტყვიამ „უკეთესს რომ ვერ ინატრებ“.

ჩამოვთვალო უნდა და სათითაოდ მადლობა უნდა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ამჯერად  „მწიგნობარიდან“.

გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი,

თინათინ ანასაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,

თაკო სვიმონიშვილი – მე-10 კლასის მოსწავლე,

თეა შუბითიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის საგამომცემლო განყოფილების მთავარი სპეციალისტი,

ქეთევან გოჩიტაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

საოცარი გადაცემა იყო „თავისუფალი ლიტერატურა”..

სამწუხაროდ, იყო და აღარაა…

როგორ მწყდება გული…

დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ჯოჯიშვილს! და ხმის ოპერატორს, ყველას ვინც კითხვა დაგვისვა და უცქირა და უსმინა, ბევრი იყვნენ!

კალენდარზე 1880 წლის დეკემბრის მეორე ათეულია. 12 დეკემბერი…

გაივლის წლები და  ზუსტად 12-ში არა, მაგრამ 22-შსი მე რადიო ექსპრესის სტუმარი ვიქნები არაჩვეულებრივ წამყვანებთან მედეა იმერლიშვილი, გოგა გობრონიძე ერთად და არეულ-დარეულად მოვყვები ამბებს „ლინკოლნიდან ილიამდე, „არც  „ქიშმიშის დუელი” დამავიწყდება და არც „კიდევ ბევრი სხვა დიდი და პატარა ამბავი”.

დიდი მადლობა მედეა, გოგა!

დიდ და პატარა ამბებს უფრო დიდი ამბებიც მოჰყვება და ამის შესახებ ჟურნალ „ისინდში” მოვყვები, დეკემბერში არა – მ.წ. სექტემბერში.

დიდი მადლობა „ისინდს“ და მთავარ რედაქტორს! იკა ქადაგიძეს

მანამდე კალენდარზე „1880 12 დეკემბერია”. ილია  თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებებს ბიბლიოთეკაში დასადები წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაკრავად ყდების შესყიდვისა და საზოგადოების დადგენილებების პრესაში გამოქვეყნების შესახებ”.

იღებენ და ასრულებენ კიდეც!

რა ვიცი?!

ილია ვიცი და ქშწ-კგ საზოგადოების  საქმენი, თანაც საგმირონი!

კალენდარზე 1881 წლის 9 მაისია.

ილია თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … ნიკოლოზ ცხვედაძესა და „რაფიელ ერისთავს ევალებათ პროექტის შედგენა ბიბლიოთეკის გამართვასა და წიგნების მოპოვებაზე” და მიუხედავად იმისა, არაფერი ვიცი პროექტის შედგენასა და მასში გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ბიბლიოთეკაც გაიმართა და წიგნებითაც მომარაგდა  დროულად ყველა წესისა და რიგის დაცვით.

წესისა და რიგის დაცვით „ვსქროლავ”  „მატიანეს” ფურცლებს და 1884 წლის 2 ივნისთან ვჩერდები და ვკითხულობ:

„თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სახალხო სკოლების დირექციიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციას წინარეხისა და თონეთის სკოლების გახსნის შესახებ. მსჯელობენ ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა” და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე. დადებითად წყდება მმართველობის მიერ ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი. ასაკინძად გადაეცემა „ბუნების კარი” და „დავითიანი”.

კალენდარზე კი უკვე 1884 21 იანვარია. ამ დღეს ილიას ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მომხდარა.

პირველი გაზეთ „დროების” სარედაქციო სტატიის „პროვინციალური გაზეთების” გამოქვეყნებაა, მეორე, უშუალოდ ბიბლიოთეკას ეხება – „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … ისმენენ ნიკო ცხვედაძის წინადადებას სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით…”

ვწუხვარ „წინადადადების” შინაარს რომ ვერ გაცნობთ, მოვა დრო და არა მხოლოდ ქშწ-კგ საზოგადოების ოქმს (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 51. ) გავეცნობი და გადმოვიტან ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციაში, რომლის მართის პატივი ჩემდა საამაყოდ მეც მაქვს შესაბამისი უნარითა და სურვილით.

„პროვინციული გაზეთების”  გადაყვანის დროა სათანადო ფორმატში…

მომიტევეთ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ.

* * *

გაციფრულებულია!

მომცროა!

და ისე საინტერესო, თავს უფლებას ვაძლევ და სრულად გთავაზობთ.

პროვინციალური გაზეთები

თფილისი, 20 იანვარს.

ერთი უმთავრესთაგანი დანიშნულება ყოველ პროვინციალურ გაზეთისა, როგორც მოგეხსენებათ, ის არის, რომ საზოგადოებასა და თვით მთავრობასაც აცნობოს იმ მხრისა და ხალხისა მდგომარეობა, საჭიროება, ავი და კარგი, იმ ქვეყნის მოთხოვნილება, ლხინი და დარდი, და ერთის სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას, სადაც ეს გაზეთი გამოდის.

ამ დანიშნულების შესრულება პროვინციალურ გაზეთს მით უფრო ადვილად და ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლია, რაც ის უფრო ნაკლებად დამოკიდებულია სხვადასხვა გარეშე მიზეზებისაგან, რაც უფრო მომეტებული ნება აქვს მიცემული, რომ ყოველ საზოგადო დაჭირებაზე და ლხინზე თამამად და მოურიდებლად ილაპარაკოს და სწეროს.

სამწუხაროდ, ხშირად სატახტო გაზეთებიც არ არიან ამგვარს მდგომარეობაში, პროვინციალურ გაზეთებს ხომ იმის ნახევარი დამოუკიდებელობაც არა აქვს მინიჭებული, რაც ზემოხსენებულ სატახტო გაზეთებსა. უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი შემმფერხავი პროვინციალურ სტამბისა ის გახლავთ, რომ რუსეთში საზოგადოდ ბეჭვდის შესახებ არ არის კარგად გარკვეული, განსაზღვრული კანონები.

აქედამ წარმოსდგება გაურკვევლობა რუსეთის სტამბის მდგომარეობისა. დღეს ერთის თქმის ნებაა, ხვალ არა, ზეგ შეიძლება, მაზეგ კიდევ არა -როგორ 304 უნდა გამოიკვლიოს ჟურნალისტმა გზა ამისთანა მდგომარეობაში?

თვით ჩვენმა უმაღლეს მმართებლობამ იგრძნო ამისთანა მდგომარეობის მოუხერხებლობა და ამიტომაც ამ უკანასკნელის სამის წლის განმავალობაში პეტერბურღის გაზეთებში ხშირად იწერებოდნენ, რომ დანიშნული არისო ცალკე კამისია, რომელსაც ბეჭდვის შესახებ კანონების გამოცემა აქვს მინდობილიო.

მთელი რუსეთი მოუთმენელად მოელის ამ ახალ კანონებს ბეჭდვის შესახებ. ყველას ჰსურს, რომ ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობა შეიცვალოს და მტკიცე, თუნდაც უფრო სასტიკი კანონები გამოიცეს, მხოლოდ კანონი კი იყოს; იყოს კანონი და ვიცოდეთ, რომ ვალდებულნი ვართ ამ კანონს ვემორჩილებოდეთ.

მაშ, ვინატროთ, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ახლანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით პროვინციალურ ჟურნალ-გაზეთებისა, და რაც შეიძლება მალე დამყარდეს იმისთანა წესი, რომელიც ამ ჟურნალ-გაზეთებს ერის ნამდვილ სამსახურის შეძლების ღონეს მისცემს.

 [1882 წ.]”

კალენდარზე იმავე წლის 28 იანვარია, „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … ამტკიცებენ სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესებს…”

უჰ! რა მასალაა გასაციფრულებლად და საანალიზოდ!

ამჯერზე  ვერაფერს ვახერხებ  სანუგეშოს და  სტიმული რომ არ დავკარგო „მატიანეს” 163-ე გვერდზევე ახალ ინფორმაციას ვეცნობი:

კალენდარზე 1882 11 თებერვალია „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … განიხილავენ ბიბლიოთეკის საჭირო წიგნებით მომარაგების საკითხს”.

იმავე წლის 25 თებერვალს „ თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … იღებენ დადგენილებას, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება სთხოვონ გეოგრაფიულ საზოგადოებას, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიას, სტატისტიკის კომიტეტსა და სხვა დაწესებულებებს….”.

„გეოგრაფიულ საზოგადოებაზეც” მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. რამდენადაც ვხვდები საუბარია „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებაზე. „ — ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სამეცნიერო ორგანიზაცია. დაარსდა 1850 წლის 27 ივლისს, პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. იარსება 1917 წლამდე. განყოფილების დანიშნულება იყო კავკასიის მხარის სისტემატური გეოგრაფიული, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული კვლევა, მისი ფლორისა და ფაუნის შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას. განყოფილებას ხელმძღვანელობდა განმკარგულებელი კომიტეტი. განყოფილება სცემდა „ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას” და „იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას”. განყოფილების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი მკვლევრები: პლატონ იოსელიანიდიმიტრი ბაქრაძე, ვ. სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავიმოსე ჯანაშვილიგრიგოლ წულუკიძე, მ. გარსევანიშვილი, გიორგი ყაზბეგიალექსანდრე ხახანაშვილი და სხვა. განყოფილების ბაზაზე შეიქმნა გეოგრაფიული საზოგადოება გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი.(კაპანაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 306.

ვფიქრობ, აუცილებლად მოსაწოდებელი ინფორმაცია იყო და მეც არ დავახანე…

ასევე დაუხანებლად გადავინაცვლებ „მატიანეს” 170-ე გვერდზე, სადაც ვკითხულობ:

„1882 23 ივნისი. თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც… თანხმდებიან, რომ დაიბეჭდოს და სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს წიგნების მოხმარების წესები.”

რამხელა ყურადღებაა  ექცევა სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესებს..!

ბარაქალა! ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და განა მარტო ამისთვის?!

კიდევ ბევრისთვის და მის შრომას, განსაკუთრებით საპატიო წევრების ვეცდები ჩემი შესაძლებლობის საზღვრებში დავაფასო. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი და  კოლეცსია  პირადად ჩემთვის  აწგარდაცლილი კოლეგის გურამ თაყნიაშვილის სახელობის იქნება. იმსახურებს არა მარტო ჩემგან და იმიტომ!!!

ამაზე სხვა დროს გიამბობთ დაწვრილებით.

ავტორი: გიორგი კილაძე

ამბავი დაუგეგმავი გადახვევისა და “მწიგნობარისთვის” ახალი სტატიის დაწერისა

არასდროს დამიმალავს მეც ადამიანი ვარ და მოტივირება ისევე მჭირდება, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ამას…

სხვათაშორის მოტოვორებაცაა და მოტივირებაც… უცნობილესი google სტატიას  1 არასრულ დღეში რომ დაგიინდექსებს განა უდიდესი მოტივატორი არაა?! არის და  როგორ ფიქრობთ  მოსალოცი ამბავი არაა?!

არის და და თუ ფიქრობთ ყველა სტატიას ვორდპრესიდან ასე სწრაფად აინდექსირებს ცდებით…

ასე რომ, ხშირად გადასარევად ვიცი რას, რატომ და როგორ ვაკეთებ…

ჰოდა, თუ მოსალოცი ამბავია, გაცნობებთ, მოლოცვებს ვიღებ…

რაო, რაო, მაინც ცდებიო?!

მერე რა?!

მით უკეთესი მომავალი სტატიებისთვის…

უკეთესი სტატია არ ვიცი, მაგრამ ახლა რასაც ვწერ დაგეგმილი, რომ არ მქონდა „დასტურ ვჩივი”.

მიზეზი გაინტერესებს?!

ახლავე მოგახსენებ: „მწიგნობარის” გვერდზე ჩემი სტატია 6 ივლისს გამოქვეყნდა, ეს ის დღეა კაცნაკლულმა ბათუმის „დინამომ“ ტოლი რომ არ დაუდო სლოვაკეთის ჩემპიონს და გამარჯვების ფრე მოაგორა ბათუმის „დინამოს! ახალგახსნილ 20 ათასიან სტადიონზე.

სტადიონზე არა, მაგრამ ჩემი სტატია  „ამბავი „შვილის მიქირავებისა“ და ილია და ბიბლიოთეკისა”. უკვე 7 ივლისის 12 საათისთვის გაუმაძღარ,  მაგრამ ამავე დროს გურმან goole -ს გადაყლაპულ-გადამუშავებული ჰქონდა სტომაქში.

ღმერთმა ხელი მოუმართოს მსგავს საქმეში, თუმცა ერთიც უნდა ვთქვა, არც მე დამიკლია ამაში ხელი…

არ ვიცი goole -ს  „ბრალია”, ჩემი ხელის გამოღების თუ „მწიგნობრის” პოპულარობის, მაგრამ უდავო ფაქტია, სტატიამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჩემ. მცირერიცხოვან მკითხველებს შორის.

დიდი მადლობა მათ, განსაკუთრებით  X Y-ს ბევრი თქვენთვის და a b-ს ჩემთვის… კითხვისთვის, რომელიც „მესინჯერში“ მომწერა და აქვე ღიად ვპასუხობ…

რაშიც არაჩვეულებრივი მონოგრაფია “საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში” დამეხმარა.(ლორია, ალექსანდრე,  გურგენიძე, ნოდარ, 1974 თბილისი : მეცნიერება)

წინასწარ შევნიშნავ, კითხის აქ გადმოტანას არ ვაპირებ, თავად მონოგრაფიიდან ამონარიდში ჩანს კითხვაც და პასუხიც.

“თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა სრულებითაც ვერ ამართლებდა თავის სახელს — „საჯაროს“. იგი მხოლოდ რჩეულთათვის თუ გამოიყენებოდა და ძალიან შორს იდგა მასობრივი მკითხველის მომსახურების ამოცანებისაგან. ამ მხრივ თბილისი როგორც 40-იან, ისე 50-იან წლებშიც დიდ ნაკლებობას განიცდიდა. მწიგნობარ ხალხს, მასას ძირითადად ისევ სასწავლო ბიბლიოთეკები და რამდენიმე საუწყებო ბიბლიოთეკა თუ უწევდა უსუსურ მომსახურებას, რასაც არავითარი სისტემა და ორგანიზებულობა არ გააჩნდა.”

აი, ასეთი ამბავი ყოფილა… მეცხრამეტე საუკუნის  40-იან, ისე 50-იან წლებში და ხომ არ დაგავიწყდათ  სტატიაში რომელ წელზე ვსაუბრობდი?!

დიახ, კალენდარზე 1873  14 მარტი იყო… და გგონია ამ დროისთვის რამე სასიკეთოდ შეიცვალა, არამც და არამც… აბა ავტორებს კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ “… ასე რომ 90-იან წლებამდეც თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა კვლავ ვერ ასრულებდა იმ როლს, რაც მას დაკისრებული ჰქონდა., თუმცა „… 70-იანი წლების დამდეგს დაემთხვა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული ბიბლიოთეკის დაარსება, როგორიცაა ი. ივანოვის „სამწიგნობრო და საკითხავი ოთახი“; თავიდანვე დიდი სიხარულით მიიღო იგი ქართველმა საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ყველასათვის მისაწვდომს წარმოადგენდა, საკმაოდ გააჩნდა ქართული წიგნები და მუშაობაც აქ იმ დროისათვის შესაფერისად კარგად იყო დაყენებული. ბიბლიოთეკა რომ საკმაო ყურადღებით სარგებლობდა, ამაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ დაარსებისთანავე მას 960 ხელისმომწერი ჰყავდა რაც სარეკორდოდ შეიძლება მიჩნეულიყო მაშინ… ბიბლიოთეკას მრავალი მომხმარებელი ჰყავდა — ინტელიგენტები და ხელოსნები, მოხელეები და მოსწავლე ახალგაზრდობა, სხვათაშორის, ქალებიც, რაც იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა.

ბიბლიოთეკა მოხერხებულ ადგილას იყო განლაგებული — ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში, ამასთან მეტად ხელსაყრელი იყო მისი სამუშაო საათებიც — დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობა ფასიანი იყო, მკითხველი მას არასოდეს დაჰკლებია.

ბიბლიოთეკით სარგებლობა თვეში ათი შაური ღირდა, ერთხელ წიგნის წაღება შაური, სამკითხველოში შესვლა და წიგნების იქ კითხვა — შაური, ხოლო მთელი თვით კაბინეტით სარგებლობა — ათი შაური.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, და ამას მისი სახელწოდებაც გვიმოწმებს, ეს წიგნთსაცავი უმეტესად საკითხავ კაბინეტს წარმოადგენდა და ძირითადად დარბაზული მუშაობით იყო დაკავებული, მაგრამ რამდენადაც წიგნების სახლში წაღებაც ხდებოდა, იგი არაფრით არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი პატარა ბიბლიოთეკისაგან. აღსანიშნავია, რომ 70-იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ ჩამოყალიბებული საბიბლიოთეკო ტიპები და სახეები, მათი სახელწოდებანი უმეტესად პირობითად გამოიყენებოდა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც მას არა ბიბლიოთეკად, არამედ საკითხავ კაბინეტად იხსენიებენ ძველ წყაროებში“.

ასე რომ, ილიამ ზუსტად იცოდა სად უფრო მარტივი იყო წიგნების მოძიება და მისთვის გაგზავნა…

ამ ამბავსაც მოვრჩით…

ახალი ამბავი უფეო იოსებ შალიკაშვილზეა ვიდრე ილიასა და ბიბლიოთეკაზე, მაგრამ…  აქ, ბურთიც ჩემია და მოედანიც…

ბურთსაც მე ვირჩევ და კარსაც!

კალენდარზე, სავარაუდოდ ჯერ ისევ 1880 წელია (სავარაუდოდ,  1880 წლის 8 აგვისტოს არ გადაცილებული)

„მატიანეში“ ბიბლიოთეკა მეორედ გხვდება და ისე როგორ იქნება, არ ვახსენო.

ვახსენებ და წყაროსას „მატიანედან“ მოვიხმობ, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო პიროვნება უნდა გაგაცნო/გაგახსენო და ეს კაცი იოსებ შალიკაშვილია.

ოჰ,ოჰ და კიდევ ოჰ! – რა კაცია… წარმოუდგენლად „მაგარი“, 1847 წელს გურჯაანში დაბადებული და 1903 თუ 1904-ში გარდაცვლილი  და ანდერძის თანახმად მშობლიურ გურჯაანში მის მიერვე აღდგენილ ეკლესიაში დაკრძალული… თუმცა, განა, დაბადება-გარდაცვალებაა ადამიანის ცხოვრების თუნდაც მცირე მატიანე?! არა… რამეთუ დარწმუნებული ვარ არ არსებობს ადამიანი რომელზეც თუნდაც ერთი წიგნი არ დაიწერება, აი, ბატონ იოსებზე ბევრი წიგნის დაწერა შესაძლებელი, მჯერა და მაინც, ბიოგრაფიისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული ლექსიკონით ვისარგებლებ.

„.. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, მამის გარდაცვალების გამო, 18 წლის ასაკში იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა დაემთავრებინა ქ. ოდესის რიშელიეს სახელობის ლიცეუმი.

მოგვიანებით სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. 1895 წელს იოსებ შალიკაშვილი არჩეულ იქნა სიღნაღის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლად. იგი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, სამართლიანობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. 1901 წელს, როდესაც საქართველოს თავად–აზნაურობა ემზადებოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავად, იოსებ შალიკაშვილი თავად–აზნაურთა სადეპუტატო კრებაზე გამოსულა სიტყვით, სადაც ის ქართველ ხალხს მოუწოდებდა, რომ საჭიროა ასეთ ზეიმებზე უარის თქმა, საჭიროა სერიოზული დაფიქრება და პრინციპული მიდგომა ამ საკითხისადმი, ასეთი თამამი აზრის გამოთქმა იმ დროს სამოქალაქო გმირობის ტოლფასი იყო..“

ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში იოსებ შალიკაშვილის ბიოგრაფია აქ არ მთავრდება.

არც მე ვამთავრებ.

უბრალოდ, ვერ ვითმენ და ზემოთ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ილიას აზრი არ გავიხსენო და გამცნო შენც…

კალენდარზე 1898 წლის  25 აპრილია „თბილისის გამგეობის შენობაში ესწრება თათბირს საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის საიუბილეოდ თბილისის ისტორიის დასაწერად კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერებიდან ჩანს, იგი უარს ამბობს ამ თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ეს დღე მიაჩნია საქართველოს სიკვდილის დღედ.“

მეტად შთამბეჭდავი განცხადებაა, კი ვიცი შენ. რომ მენდობი, მაგრამ.. წყარო მაინც უნდა მოიხმოს კაცმა, მიტ უფრო თუ მეტად მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციასაც გვაწვდის:

„დათარიღება: კრება თბილისის გამგეობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად ესწრებოდა ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერში მოხსენიებული ვლადიმერ მიქელაძე, ჩატარდა 1898 წლის 25 აპრილს. ამ დროს ჯერ კიდევ გრძელდებოდა მზადება ილიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნად. როგორც ჩანს, ილიამ სწორედ ამ დროს გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან შეერთების საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებით, რადგან ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერის მიხედვით იგი სამჯერ ახსენებს მისი მოღვაწეობიდან გასულ ორმოც წელს. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ რუსეთთან შეერთების იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ამ უარყოფით აზრს გადაეწყვიტა საბოლოოდ მთავრობის მიერ მისი იუბილეს ჩატარების აკრძალვაც.“

აკრძალვისა აბა რა გითხრათ, მაგრამ შეწყვეტილ ბიოგრაფიას რომ უნდა დავუბრუნდე დროა. 

ვუბრუნდები და ბოლო გრძელ თანწყობი წინანდადება შენთნ ერთად ღმამაღლა ვკითხულობ: „იოსებ შალიკაშვილს დიდი წვლილი მიუძღოდა ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და კახეთის რკინიგზის გაყვანაში. დიმიტრი შალიკაშვილის მამა, ჯონ (მალხაზ) და ოთარ შალიკაშვილების პაპა.“

ღირსეული პაპს ღირსეულ შვილებზეც არ გვაწყენდა საუბარი, მაგრამ ის შორს მოგვიწევს წასვლა, ვეჭვობ უკან დროულად დავბრუნდეთ…

სულ სხვაგან დაბრუნების დროა.

მაშ ასე,  „კალენდარზე 1880 8 აგვისტომდეა“ და „ილია და იოსებ შალიკაშვილი „ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცემენ ხელნაწერ წიგნებს: „ვისრამიანს“, „ქილილა და დამანას“, „სიბრძნე სიცრუისა“ და სხვ.“.

არ გიფიქრიათ რამდენ საინტერესო ფაქტსა და მოვლენას სქელ და გაუმჭვირლე ფარდას ჩამოაფარებს ეს პატარა, ლამის ყოველთვის დაუსრებელი „სხვ“?!

ბევრს!

და ვიდრე თქვენ გურამ დოჩანაშვილის ცნობილი პერსონაჟის ცნობილ დაახლოებით მსგავს ამბავს იხსენებ, მე, ბიბლიოთეკარი გიო, შევეცდები ამ „სხვ“-ს მეტნაკლებად ნათელი მოვფინო.

რაშიც დაგვეხმარება ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი „დროება ( 1880, 8 აგვისტოს, № 166 ), რომლის მე-3 გვერდზე  შავი შავით თეთრზე,  უფრო ყვითელზე წერია: „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სეკრეტრი  ი. მ. მეუნარგია გვთხოვს დავბეჭდოთ გაზეთში შემდეგი სია ქართულ ხელნაწერ წიგნთა, რომლებიც შემოუწირავთ საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის თ. თ. ი. გ. ჭავჭავაძეს და ი. ი. შალიკოვს.

 „ზედ-დადგინებანი მეტაფისკაისანი“.

„შემოკლებითი ჶისიკა“ თეორეთიკებრი.

„ლოღიკა“.

„მეტოლოღია, ანუ ძველი ზღაპარ-სიტყვაობა“. ანბანთ წყობით არის შედგენილი, მის შემდეგ ამოხეულია.

„ღეოღრაფია“.

„მოცემისაებრ და სარწმუნოებისა  წმიდისა კათოლიკე ეკკლესიისა“, კლემენტოსისა, ამავე წიგნში „მარტივთქმა“ იოანე ოქროპირისა.

„საუნჯე“. კირილოს ალექსანდრიის ეპისკოპოსისა, გადაწერილი 1811 წ.

„სიტყვანი ფსალმუნთანი, შემოკლებით თარგმანთაგან გამოკრებულნი მრავალთა წიგნთაგან“. სრულ იქმნა  წელსა 1815 თვესა ნოემბერსა 18.           

„წინა-ბჭე სიტყვისა“, თხრობა დიდისა დიონისისთვის და წიგნთა მათთვის მის მიერ აღწერილთა.

„დოღმატიკა“, იოსტოსი ანდრონიკოვის ბრძანებით აღწერილი დიმიტრისაგან 1802 წ.

„განმარტება (იოანეს გამოცხადებისა“, ანდრია კაპადოკიის მთავარეპისკოპოსისა.

„სამეფო ტომარი“,

„სიბრძნე სიცრუე“, გადაწერილი 1811 წ. დუშეთს, პავლე დავითიშვილის მოზდოკელისგან. ამავე წიგნში. ანდაზები, სენტენციები და კითხვა-მიგება.

„ვის-რამიანი“.

„ქილილა და მანა“.

„სხვა-და-სხვა ამბების, არაკების და ლექსთა კრება“.

საინტერესო სია!!!

კითხულობ და ფიქრობ…

ფიქრობ და ისევ კითხულობ…

კითხულობ: რაებს თარგმნიდნენ და წერდნენ?! და გიკვირს: ხელით წერდნენ განა ბეჭდავდნენ ან კრეფდნენ?!

კალენდარზე კი ამასობაში, 1880 4 ნოემბერია.

ღირშესანიშნავი თარიღია არა მხოლოდ „ილია და ბიბლიოთეკისთვის“.

ჯერ ფაქტი თუ მოვლენა, რომ იტყვიან დავაფიქსიროთ და მხოლოდ  შემდეგ გადავფურცლოთ გაზ. „დროების“, 1880 წ., 7 ნოემბრის . № 235, გვ. 3.

ავტორი: გიორგი კილაძე