დღეს ძალზე ცნობილ რადიო-ჟურნალისტს კითხვა გავუგზავნე…
პასუხი ჯერ არ მიმიღია…
დარწმუნებული ვარ მიპასუხებს, თანაც პირველივე მოცლაზე…
მოცლა რამდენად სწორი გრამატიკული ფორმაა სხვა დროს ვისაუბროთ…
ჯერ სულ სხვა ამბავი მაქვს სათქმელი…
არ მითხრა ახლა ამბავთან თხრობა აჯობებდაო…
მოკლედ, მუდმივი მოუცლელობის მიუხედავად, აუცილებლად მიპასუხებს…
მიპასუხებს… მერე რა.. .ვერც კითხვას და ვერც პასუხს აქ ვერ მოვიტან…
როგორც იტყვიან…
პირადული არაფერი…
ძაან გამიგრძელდა შესავალი, არა?!
ჰო!
ასეა!…
ისიც ასეეა, როცა შესავალი იწელება… სათქმელი ხდება ლამის უთქმელი და მაინც, ხშირად , მაინც, ამბობენ…
ამბობენ და … არა მხოლოდ ამიტომ…
ვიწყებ…
რამდენიმე წლის წინ საინტერესო ჟურნალისტთან პირდაპირ ეთერში გახლდით რესპონდენტი… თემაც საინტერესო იყო და კითხვები ხომ იყო და იყო
პასუხები….
უი, როგორ მომწონდა პირველიდან – ბოლომდე…. ერთმანეთზე მაგრები და უმაგრესები!
ეს ჩემი აზრით…
თორემ… პასუხების, მით უფრო საკუთარის ობიექტური შემფასებელი რომ არ ვარ, მითქვამს დასტურ!!!
გადაცემა დასრულდა…
ხომ იცით, როგორცაა…
გადაცემა ხშირად კარგი ფილმივით, კარგი წიგნივით და სულაც ფეხბურთის მატჩივითაა..
რაც უფრო საინტერესო არის თუ გეჩვენება, მით უფრო სწრაფად ჩაივლის…
სწრაფი მატარებლებივით….
იმ სადგურზე რომ არ ჩერდება შენ რომ იცდი და ზუსტად იქ მიდის… სადაც ასე მაგრად გეჩქარება….
დავემშვიდობე მასპინძელს…
ხელზე მთხვევით და ლოყაზე კოცნით….
უი, რა ხანია ვიცნობ….
ძალიან მაგარია, როგორც ჟურნალისტი, მწერალი, მკითხველი და რაც მთავარია… ადამიანი!!!
წამოვედი… და რა თქმა უნდა გადაცემის ჩანაწერი არ მინახავს….
არასოდეს მინახავს პირდაპირი რეპორტაჟის ჩანაწერი….
ხომ გესმით წესი-წესია!
წესი წესი როა…. იმიტომაც არსებობს მისი დასტური და…
ზუსტად ექვსი თვის თავზე….
ზუსტად ექვსი თვის თავზე გადაცემის ჩანაწერი ვნახე და…
მას მერე არასდოდეს დავმჯარვარ პირდაპირ ეთერში…
ვიმეორებ – არასოდეს…
მოწვევა თუ იყო?
იყო და თანაც ვისგან!
ტოლისა და მსგავსისგან და მაინც…
ეს არ იყო იყო და არა იყო რა…
ეს იყო!
და თუ ვნანობ?!
ფაქტს – არა…
უბრალოდ – მრცხვენია!
და თუ ოდესმე ჩემი სურვილით კიდევ ერთხელ გავბედავ…
მხოლოდ მასთან!
და თუ სხვაგანაც მომიწევს…
საჯარო მოხელეობა ხანდახან მხოლოდ ტვირთია!!
ავტორი: გიორგი კილაძე