„
„მკითხველის არჩევანი“ ეროვნული ბიბლიოთეკის „განათლების პლატფორმის“ დიდი გამოწვევაა.
არის წიგნის 10 ფურცელში ჩატეული მოთხოვნა?!
ვაციფრულებ!
არა აქვს მნიშვნელობა შვებულებაში ვარ თუ მივლინებაში…
გასაციფრულებელი უნდა გაციფრულდეს…
დროულად…
აი, რაც შეეხება ხარისხს, ეს ჩემი და ამომრჩეველი მომხმარებლის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
ამ შაბათს, ე.ი. სულ რამდენიმე დღის წინ “განათლების პლატფორმის”, ერთ-ერთი უაქტიურესი მხარდამჭერი ქალბატონი თინა ბეჟუაშვილი შემეხმიანა… „დილა მშვიდობისა, გიორგი, რას იტყვით, მიხეილ ჯავახიშვილის „მასალები ლექციებისათვის“ რომ გავაციფრულოთო?“
რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი თუმცა არ მიღიარებია მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტიკას საერთოდ კი არა, ფაქტობრივად, ცუდად ვიცნობ…
ჩემს დათანხმებას გასაოცარი კი არა გამაოგნებელი გზავნილი მოჰყვა: „დიდი კი არის, მაგრამ თავად ავკრიფავო…“
არა, რას ბრძანებთ… – მივწერე – და სასწრაფოდ დავამატე – ჩამოვალ და მივხედავ- მეთქი…
საიდან სად უნდა ჩავიდე, დაგაინტერესა?
ინტერესს გიკმაყოფილებ და გეუბნები: შვებულებაში ვარ და როცა შვებულებაში ვარ, ჩათვალე გურიას ვსტუმრობ…
ზემოთ ხომ გითხარი, შვებულება რას მიქვია, როცა საქმე მომხმარებლის არჩევანს ეხება…?!
ამიტომ…
ორშაბათი გათენდა თუ არა…
არა, მთლად მასე არ იყო…
ექვსის ნახევრიდან ათის ნახევრამდე დიდი ბრძოლის შემდეგ გვარიანად რომ გავანადგურე დამხდური, ანუ ბალახი… წყალი გადავივლე, ცოტა სულიც მოვითქვი და ოზურგეთის მთავარ ბიბლიოთეკას ვესტუმრე…
აი, იქ მომხდარ ამბავზე სულ ცოტა ხანში მოგიყვებით…
ჯერ უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიკას Liana Bakanidze -ს და არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკის. არაჩვეულებრივ თანამშრომლებს…
საოცარი გარემო და მომსახურების მაღალი დონე!
დიახ ასეა – გინდა კოლეგავ იყავი და მკითხველი…
„მასალები ლექციისთვის“ დიდი არაა…
სრული ცხრამეტი და ერთი თითქმის შევსებული გვერდია.
ათი გადაღებაა სულ…
მერე „გუგლ დრაივისთვის“ მომზადდება…
შემდეგ ჯერ „დოკ„ და შემდეგ „ჩტმლ“ ფაილში გადავა…
გაკორექტურდებაა…
„გრინსტოუნში“ აეწყობა…
ჩემი კოლეგა Khatuna Davituri სერვერზე გადაიტანს და სულ ესაა…
რატომ იქვე, ბიბლიოთეკაშივე არ გავაკეთე დარჩენილი ეტაპები და რატომ მომიწევს კეთილი მეზობლის კომპზე დარჩენილი ეტაპების დასრულება?!
სათვალე დამრჩა სახლში და იმიტომაცა…
მოკლედ ვიჯექი დირექტორის სკამზე.
მასწავლიდა სკანირების პროგრამას ქალბატონი ლიკა…
მიკითხავდა გვერდების ნომრებს და ვსაუბრობდით გზადაგზა ბიბლიოთეკაზე, ბიბლიოთეკარებზე, მომავალ პროექტებზე…
დასრულებულებზეც…
დავასკანერე 20 გვერდი… ანუ ფურცელი – ათი
გადავიგზავნე ფბ „მესინჯერში“…
დავემშვიდობე კეთილ მასპინძლებს სტუმარიც და ამავდროულად არასტუმარიც და გამოვედი ქუჩაში…
კარგი იყო დღე…
კარგ ამინდში გურიაში და საუკეთესო ადამიანების გამო….
და კიდევ ერთი…
რასაც ვერაფრით დავმალავ…
სკოლას, ჩემ მშობლიურ, მეორე საჯარო, სკოლას, რომ ჩავუარე, ჩემი კოლეგა გამახსენდა… უფრო ყურში ჩამესმა ” გიო, ხომ არ დაგისკანერო?”
მადლობა ნანა… Nana Khvedeliani
ახლა 2022-ის ორის ოცდაორი წუთია და მე სიამოვნებით… არამუშაითის ძილით ვიძინებ…
თუმცა, დაძინებამდე არ შემიძლია სიამოვნებით არ ვთქვა:
დღეს უკვე თბილისში ვარ და მიხეილ ჯავახიშვილის „მასალები ლექციისთვის“ საბოლოოდ გაციფრულებულია!
„მასალები“ რასაკვირველია, პირველ რიგში ქალბატონ თინას თინა ბეჟუაშვილი გავუგზავნე.
ზემოთ ხომ ვთქვი „მასალების“ გაციფრულება არაჩვეულებრივი ქალბატონის ინიციატივაა!
დიდი მადლობა ქალბატონო თინა…
ზემოთ ხომ ვთქვი, არაჩვეულებრივ სტატიას მხოლოდ ფბ გვერდებზე გამოქვეყნებული ორიოდე ნაწყვეტით ვიცნობდი და საერთოდაც, თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე პირადად, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიკაციებს ფაქტობრივად არ ვიცნობ!
ეგ, არაფერი…
გავეცნობი…
მას შემდეგ, როცა ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / Iverieli Digital Library დროს გამონახავს და მეექვსე ტომს, რომლითაც მე ვისარგებლე, როგორც ჩვევიათ სრულად გააციფრულებს.
ბევრი საინტერესო წერილია იქ…
მათ შორის ილიაზე და როცა მეექვსე ტომი სრულად გაციფრულდება, აუცილებლად გამცნობთ…
მანამდე კი, რასაც ქვემოთ დავწერ, უფრო პირადი იქნება, ვიდრე საჯარო და მაინც, აქ ვწერ…
შეჯანებასავით გამოვა, რაც ვფიქრობ არ უნდა იყოს მთლად ცუდი…
სასიამოვმო პროცესი იყო, გაციფრულება…
ბევრი რამ წინასწარ დაგეგმილ-გათვალისწინებული და კიდევ უფრო ბევრი- დაუგეგმავი…
აბა, რა დიდი დაგეგმვა უნდოდა ოზურგეთის მთავარი ბიბლიოთეკაში კოლეგის ანუ ჩემ სტუმრობას?!
ეჭვიც არ მეპარებოდა იქაურ თანამშრომელთა და, დირექტორის, ქალბატონი ლიკას Liana Bakanidze ის. დახმარების, უფრო, თანადგომისთვის, და მაინც, ეს იყო საოცრება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia
ზოგადად და ჩემი როგორც კოლეგისა და პიროვნებისადმი უდიდესი პატივისცემის გამოვლინება…
არაფერს ვამბობ, მომხმარებლის მომსახურებასა და პროფესიული მოვალეობის უნაკლოდ შესრულებაზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემ ორ არაჩვეულებრივ მეზობელს, რომლებმაც ღამის თერთმეტის ნახევრამდე “ითმინეს” (სად ვართ მე, საქმე და დროს შეგრძნება კოჰაბიტაციაში!) როგორ დავაინსტალე ( უნდა ვაღიარო, მაგრად გამიჭირდა და ამაში „დამნაშავე“ ჩემი „აიტიჩნიკი“ კოლეგებია, მადლობა მათ!) „ნოუთში“ (რომელიც ძალიან ძველია, მაგრამ მუშაობს…) ორი პროგრამა მერე გავტესტე პირველი ორი გვერდი და ამასობაში არაჩვეულებრივად მომზადებული ყავა დავაგემოვნე კი არა, ისე დავლიე, როგორც არც თუ დიდი ხნის წინ ვსვამდი ღვინოს ნებისმიერი ჭიქიდან (თუ მოვერეოდი, რასაკვირველია).. Nana Tavdumadze Nana Sixarulidze
და ბოლოს…
წესითა და კანონით „მასალები“ – “მომხმარებლის არჩევანში” უნდა განთავსდეს, მაგრამ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ქალბატონი თინაც დამეთანხმება მისი ადგილი აი, აქ და მხოლოდ აქაა…
აქაა, რადგან საქმე გვაქვს დიდი ევროპელის ევროპულ ტექსტთან…
და კიდევ უფრო ბოლოს…
დიდი მადლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი – დარწმუნებული ვარ ჩვენ დიდს არა, მაგრამ ძალიან მაგარ კოლექციას ერთობლივად ვქმნით!
ახლა 2022-ის 27 ივნისის ორის 22 წუთია!
დროებით გემშვიდობებით, თუმცა მანამდე, აუცილებლად უნდა ვთქვა: არ არის რომელიმე ჩემი უნარი, ცოდნა თუ გამოცდილება, რომელიც ჩემს რომელიმე კოლეგას არ აქვს და არ არის ადამიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოლეგა, ვინც მომხმარებლის მსგავს თხოვნას ჩემზე პროფესიონალურად არ დააკმაყოფილებდა მაინც…
ეს ჩემი პროექტია…
10 გვერდი ჩემი მსუბუქი ტვირთია… მხარს ფუნქციას რომ არ დააკარგვინებს და ზურგს გაუფრთხილდება!
ავტორი: გიორგი კილაძე