ამბავი „კაცია ადამიანის?!“ კითხვისა და ზამთრის მიწურულს საბოსტნე ნაკვეთის ბარვისა.

ლიტერატურ საღამოები გამახსენდა გუშინწინ თუ იმისწინ…  გამახსენდა და გეუბნები აი, აგერ, ახლა, შენ, ისე, უთხოვნელად და მოუბოდიშებლად… თანაც სად? – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბლოგზე, სახელად, „მწიგნობარი“.

ვწერ და გეუბნები წინდაწინ,  ერთადერთი წიგნი იკითხებოდა ხსენებულ საღამოებზე  და  იყო ერთადერთი მკითხველი მამაჩემი სახელად  გრიშა.

კითხულობდა   ხმამაღლა, ხშირ-ხშირი შესვენებებით, მაგრამ დაუზარლად „კაცია ადამიანს?!“  და მსმენელი ჰყავდა ორად ორი: მე და, ჩემი და, მაია.

კარგა ხანს გაგრძელდა კითხვა, ცივ და  უხვთოვლიან დეკემბერში დაიწყო, ზომიერად ცივ იანვარში გაგრძელდა და  საკმაოდ თბილ, თებერვლის შუა რიცხვებში დასრულდა დიდი ზარ-ზეიმით.

შაბათი დღე იყო და სწორედ იმ დღეს პირველად დაკრა მამამ ბარი მიწას და ავყევი მეც, ჩემი მომცრო ბარით… იმ წელს რასაკვირველია, თორემ, იცოცხლე, ყოველ წელს იბარებოდა საბოსტნე მიწა ჩვენს ეზოში.

ვუყურებდი როგორ ბარავდა მიწას მამა – მონატრებული კაცის ჟინით დ ვფიქრობდი რა კარგი მამა მყავს მე და რა კარგი მოთხრობაა „კაცია ადამიანი?!“ .

ერთ საათზე მეტ ხანს ბარავდა მამა… შეუსვენებლად და როდის-როდის შევატყვე რომ დაიღალა.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ასე მგონია, პირველად ვნახე  იმ დღეს დაღლილი მამა.

მენდეთ,   დაუღლელი მუშაობა იცოდა ორმოცდაათი წლისამაც და სამოცდათხუთმეტი რომ მოათავა იმ დრომდის.

მერე აღარც ბარი აუღია ხელში, აღარც თოხი და მით უფრო ურო და სოლები ანუ პალოები, გურულად.

დაიღალა მამა…

მოხრილი მარჯვენა იდაყვით ბარის ტარს დაეყრდნო და რო, იცოდა, ისე ძლივს გასაგონად მკითხა…

– მოგეწონა ილია?

– მაგრად,. – გულწრფელად ვუთხარი მე

– მომიყევი და მე მოგისმენ… – და მე დავიწყე თხრობა. არც რიტორიკა მიხსენებია და არც ჩაილური. აი, ეზო- ყურე და სახლი, როგორც მახსოვს კარგად მოვყევი…. არც ჩიხირთმისა და ბოზბაში ამბავი დამვიწყებია…

– კარგად ჰყვები – გზადაგზა მამხნევებდა მამა…

თხრობა დიდხანს გაგრძელდა

ლამის მთელი საბოსტნე ფართობი დაიბარა …

თუმცა, მანამდე მამამ ილიას ბიოგრაფია მოყვა.

თხრობისას მე კი არ მიყურებდა, ზეცაში აყურებიდა და იმ დღეს გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში უკვე  ბროკჰაუზის და ეფრონის და ენციკლოპედია…

გაჩნდა მაშინ და მე, ახლაც მიკვირს რატომ იცოდა ფსიქოლოგმა მამამ ილიას „ავტობიოგრაფიის“ ამბავი…

P.S.

წლების მერე  ბროკჰაუზის და ეფრონის  ენციკლოპედია… იმდროინდელ საჯარო და ამჟამინდელ  ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვნახე… ცალკე ოთახში  თაროებზე ჩამწკრივებულ ლექსიკონს ცალკე პატარა, მაგრამ, მაინც ოთახი ეჭირა  „ქსეროქსის ოთახია“  იქ ახლა და ჩემდა სამარცხვინოდ, ახლაც არ ვიცი, რომელ ტომშია  განთავსებული ილიას ბიოგრაფია.

ავტორი: გიორგი კილაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s