წიგნები პანდემიისას – დავით ქართველიშვილი

ვერგილიუსი ანუ ჩემი ხანმოკლე რომაული არდადეგები

1. ვერგილიუსი  – მიბრუნება

წერა არ მინდა, მაგრამ  უნდა ვწერო  – მიზეზებისა და გარემოებების  დაზუსტებას არ ვაპირებ – ამიტომ უნდა ვწერო იმაზე მაინც, რაზეც წერა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ვწერდი.  მიზეზებისა და გარემოებების დაზუსტებას არ ვაპირებ.

ჰომეროსისაგან  განსხვავებით – რომელიც,  რა თქმა უნდა, არა სრულად, არამედ  ძლიერ, ძლიერ ზედაპირულად ისწავლებოდა  –  სკოლაში  ვერგილიუსის ხსენება საერთოდ არ იყო,  ჩემი დროის სკოლებს  ვგულისხმობ, არ ვიცი ზუსტად, რატომ და,   ჩემი მიზანი არც არის ამის გარკვევა, ისე, ორი ვარაუდი მაქვს: 1. შეიძლება მასში  ჰომეროსის რომაელ  ეპიგონს ხედავდნენ და 2. ვერგილიუსი არ არის ისეთი  თავშესაქცევი საკითხავი, როგორც ჰომეროსი.

 2020 წლის  რომელიღაც მარტს კალფორნიის გუბერნატორმა კორონავირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელების გამო   სრულიად შტატის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო და ასე აღმოვჩნდი კარანტინში  და  ტყუილი  (თავისუფალი დროის უქონლობა, რომლითაც თავს ვიტყუები და სხვებსაც წარმატებით ვატყუებდი წლების განმავლობაში) დასრულდა, თავისუფალი დრო ოფიცალურად  გამიჩნდა.

ვერგილიუსი 18-19 წლის ასაკში აღმოვაჩინე, სხვების დაუხმარებლად. დღემდე ვთვლი, რომ ის გაცილებით უკეთესი ლირიკული პოეტია, ვიდრე ეპიკოსი, მაგრამ ამას არ აქვს ამ წუთას   – თუმცა შეიძლება  უახლოეს მომავალში შიეიძინოს –  მნიშვნელობა.

კარანტინის გამოცხადება გარდაუვლად გულისხმობდა შეზღუდვებს და ქცევის ახალ წესს და ამიტომ სახლიდან გასვლა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიხდებოდა: ვარჯიში, პროდუქტების შეძენა. პირველი კვირა აქტიურად ვკითხულობდი ნიუსებს, მაგრამ თანდათან ნიუსებში იკლეს სიტყვებმა და იმატეს ციფრებმა და რადგან  ამ მხრივ  არასდროს ვყოფილვარ დიდად ყოჩაღი, ნიუსების კითხვა შევწყვიტე.

საყვარელი მწერლებისადმი სიყვარული კი არ გინელდება, არამედ ისინი დრო და დრო აქტუალობას კარგავენ. ყოველდღიურობა თავისას შვრება. ასე დაემართა ვერგილიუსსაც, რომლის წიგნების შინაარსზე მეტად  წაკითხვისას  მიღებული ჩემი შთაბეჭდილება უფრო მახსოვდა.

2 ვერგილუსი – მწერალი

ვერგილიუსის თხზულებების მოძიება არ გამჭირვებია. გადმოვწერე.  პირველი შთაბეჭდილება – 20-წლიანი განშორების შემდეგ –  იყო ასეთი: შეუძლებელია. ამის წაკითხვა შეუძლებელია, მითუმეტეს დღეს, კარანტინში, როდესაც ყველა ასე დაუცველად ვგრძნობთ თავს, რადგან ის, ვერგილუსი, იმდენად შინაგანდად მთლიანი  პიროვნება – პოეტია, რომ ამ თითქმის იდეალური ორგანიზებულობით უფრო  გვაშინებს, ვიდრე გვხიბლავს. კითხვა შევწყვიტე, მაგრამ არა ფიქრი. მწერალსა და მკითხველს შორის კომუნიკაციის შეუძლებლობა ხშირად არც ერთის და არც მეორის ბრალი არ არის და არც მსხვერპლია არცერთი. ეს უფრო დროებითი გაუგებრობაა დროში, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ეს დროებითი გაუგებრობა სამუდამო დაცილების მიზეზად იქცეს. რამდენი მწერალია ისეთი,პირველ წაკითხვაზე ან წაკითხვის მცდელობაზე რომ ვერ მივიღეთ და შემდეგ, უკვე სხვა დროს, მივუბრუნდით და აღვფრთოვანდით. არც ისე ბევრი, თითზე ჩამოსათვლელი.

ვერგილიუსი უფრო ჟანრ(ებ)ის მოდერნიზატორია, ვიდრე რომელიმე ახალი ჟანრის შემქმნელი, მისი მოდერნი ორგანიზაციული ხასიათისაა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ის პოეტი-მენეჯერია, რომელსაც უკვე არსებულ ფორმებში შეაქვს ახალი წესრიგი, დისციპლინა და არ ვიცი, რატომ –  არცერთი აკადემიური არგუმენტი არ გამაჩნია ან, უბრალოდ, ახლა არ მაგონდება.  ვფიქრობ, რომ ვერგილიუსმა რომაული სამხედრო დისციპლინა შეიტანა მანამდე უკვე არსებულ ჟანრებში: ეპიკური პოემა, ლირიკული ბუკოლიკები. და, როგორც ყველა  ფორმის განმაახლებელი, ის უფრო პოეტების პოეტად დარჩა, ვიდრე ფართოდ საკითხავ ავტორად..

3.  ვერგილიუსი – პერსონაჟი

დანტე – ღვთაებრივი კომედია- მეორეხარისხოვანი პერსონაჟი

დანტემ ვერგილიუსს სიცოცხლე დაუბრუნა არც თუ მაინც და მაინც სახარბიელო ფორმით, როდესაც ის, მისი ფავორიტი პოეტი და მასწავლებელი, ჯოჯოხეთში საკუთარ გზის მკვლევად, გიდად აირჩია. ის არ არის  პოემის მთავარი პერსონაჟი, ის ერთ-ერთია “ღვთაებრივი კომედიის” პერსონაჟებს შორის, მაგრამ მას აქვს ფუნქცია, ის გზის გამკვლევია. რა თქმა უნდა, დანტეს არჩევანი არ იყო შემთხვევითი.  საფიქრალია, რომ   ვერგილიუსი, მართლაც, მისი   ემოციურად უსაყვარლესი პოეტი იყო  და ზუსტად ეს –  პოეტების პოეტობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ძნელია მისით მწერალი არ აღფრთოვანდეს.

ჰერმან ბროხი – ვერგილიუსის სიკვდილი – მთავარი მოქმედი პირი

ბროხის რომანში ვერგილიუსი, დანტეს  “ღვთაებრივი კომედიისაგან” განსხვავებით,  მთავარი მოქმედი პირია.

ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს არა რეალურ, ე.წ. ისტორიულ ვერგილიუსთან, არამედ მის მხატვრულად დამუშავებულ სახესთან, ვერგილიუსის იდეასთან..შემთხვევითი არ არის რომ ბროხის რომანში ის ბოლოს სიტყვად იქცევა.

4.  ვერგილუსი – მომავალი

თანამედროვეობაში, ამ უდისციპლინო, უწესრიგო კაცობრიობაში ვერგილიუსი ვერ იქნება აქტუალური ავტორი, თუმცა,  თუ ოდესმე წესრიგის თემა კვლავ დაბრუნდება დღის წესრიგში, მაშინ ვერგილიუსიც დაბრუნდება.

დავით ქართველიშვილი

აშშ. კალიფორნია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s