გოლდბერგის ფორმულა და სექსი (ნაწილი მეორე)

გაგრძელება. დასაწყისი იხ. 

ასე ლაპარაკში მივედით სამსახურთან. არ ვიცი, რამდენ უპატრონო, მშიერ ბავშვს დავეხმარე ჩემი მოქმედებით. კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. კაბინეტში შევედი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შედარებით მშვიდობიანად დავშორდით. სხვა შემთხვევებში, ის მიყვებოდა თავის სექსუალურ თავგადასავლებზე: როგორ ჟიმაობდა თავის მდივანთან კაბინეტში, ტყეში, ბუჩქებში, აგარაკზე, მანქანაში. როგორ ჟიმავდა სხვა თანამშრომელ ქალებს, მათ დაქალებს, მათ მეზობლებს და სხვა. ამ ეპიზოდების მოყოლა მას ძალიან ეხერხებოდა. ლაპარაკობდა როგორც ქალის, ასევე კაცის ხმით. ყველაფერს გამოხატავდა ისე, როგორც მოხდა, რამდენადაც ამის საშუალებას მანქანის სალონი აძლევდა. ერთხელ ისე შევიდა როლში, რომ სექსუალური აქტის დამთავრება რაღაც ყმუილით და ქალის კვნესით გამოხატა. საჭეს ხელი გაუშვა, კინაღამ ავარია მოახდინა. სამსახურში რომ მომიყვანდა, პერანგი სულ სველი ჰქონდა, სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა, ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა. მეც მხარს ვუჭრდი შეძახილებით, გაკვირვებით, გაოცებით. ჩემს კაბინეტში რომ შევიდოდი, ადამიანად აღარ ვარგოდი. ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა გონს რომ მოვსულიყავი. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ჩემი სამსახური თავისუფლების მოედანთან ახლოს იყო და არა ვაკის პარკთან, თორემ ნამდვილად ვერ გავუძლებდი კიდევ რამოდენიმე ისტორიის მოსმენას. ასე რომ, მისი დანახვა მაინცდამაინც არ მიხაროდა. ალბათ, ამ ისტორიებს სხვასაც უყვებოდა, მაგრამ ეტყობა, ჩემნაირი მხარდაჭერა არავისგან ჰქონდა, ან მის მონაყოლში ეჭვი შეჰქონდათ.

ყოველთვის ვფიქრობდი რაში სჭირდებოდა მას პირადი ინტიმური ამბების  მოყოლა. ეტყობა მას ბავშვობაში სათამაშოები არ ჰქონდა. ქალებთან მორცხვი იყო, საკმაოდ გვიან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ლარისა ივანოვნასთან. მერე ფული იშოვა, მანქანა, აგარაკი და იმ დაკარგული წლების ანაზღაურება უნდოდა, თორემ სექსს ყველა პატივს სცემს, მაგრამ ასე არ იქცევიან.

ადამიანის ვნებები ყოველთვის ფხიზლობენ და შემთხვევას ეძებენ თავის გამოჩენისა. ჩემს მეზობელს სამსახურში ამის დიდი საშუალება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ფული ყველაფრის შემძლე არ აღმოჩნდა. თავისთავად, სექსი სრულებითაც არ წარმოადგენს ბოროტებას, პირიქით, რაც უფრო ვიკმაყოფილებთ მას, მით უფრო ბედნიერნი ვართ, მთავარია სწორი მიმართულება მივცეთ, რათა არჩევნების დროს ხელი არ შეგვიშალოს.

ერთხელ ჩემს კაბინეტში რაღაცას ვსაქმიანობდი. უცებ, ოთახში ლამაზი ქალი შემოვიდა. ის იმდენად მიმზიდველი და სექსუალური იყო, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ლამაზი ქალი 17 წელია არ შემხვედრია. სად არ ვყოფილვარ, რუსეთში, ევროპაში, აზიაში, ხაშურშიც კი ნამყოფი ვარ, მაგრამ ასეთი მომხიბლავი ქალი არ მინახავს. აღარც კი მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ. მისი წასვლის შემდეგ მექანიკურად უჯრა გამოვაღე და გოლდბერგის ფორმულას დავუწყე ძებნა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვე ჩემს მეგობარს და კოლეგას, პროფესორ ემზარ ჯგერენაიას, რომელმაც იცის რა ხდება ცაში და მიწის ქვეშ, სოციოლოგიც არის, ფილოსოფოსიც და ფსიქოლოგიც.

ჩემო მერაბ,

მე მხოლოდ  სოციოლოგი ვარ  და ფილოსოფოსობას და ფსიქოლოგობას ვერ დავიჩემებ. თუმცა, შენი არ იყოს, გოლდბერგის თეორიით მეც ვიყავი  გატაცებული.  გოლდბერგი  ფიზიკოსია,  მაგრამ ბევრმა  არ იცის,  რომ  ის  ცნობილი  ფსიქიატრი და  ანთროპოლოგიც იყო.  გოლდბერგი ძალიან დავალებულია  ჩვენი, ქართველი ფსიქიატრის ოტია ღვინერიასაგან. ოტია და გოლდბერგი გერმანელი ფსიქოლოგის ვუნდტის მოწაფეები იყვნენ. ბატონმა ოტიამ სწორედ ვუნდტის სემინარზე წაიკითხა მოხსენება ,, საკუთრივ ცხოველური და საკუთრივ ადამიანური”( Eigentlich Tierische und eigentlich Menschliche, 1889).  მან ცხოველური ნიშან-თვისებების ცხრილი შეადგინა.

ჩემო მერაბ :

-მერაბ , მე  წავიკითხე  მაშინდელი  გერმანული პრესისა და სამეცნიერო წრიას გამოხმაურებები  ოტია  ღვინერიას მოხსენებაზე  და  უნდა  გითხრა, რომ  XIX ს.  ოთმოცდაათიან წლებში   ოტია ღვინერია  არა  მარტო  გერმანული  სამეცნიერო საზოგადოებისათვის, არამედ მთელი ევროპული აკადემიური  წრისათვის  გახდა ცნობილი. იმასაც ამბობენ, რომ მოხსენების შემდეგ მას მარიანა ვებერი  გამოეხმაურა და   ჰაიდელბერგში, მის ინტელექტუალურ სალონში, მოხსენების წაკითხვა სთხოვა. ხოლო ამას წინათ თომას მანის დღიურებში ასეთ ჩანაწერს მივაგენი: ,, ჩემი მოთხრობის, ,,სიკვდილი ვენეციაში“, იდეა ქართველი მეცნიერის   ოტია ღვინერიას, ვუნდტის სემინარზე წაკითხულმა მოხსენებამ შთამაგონა. მოგვიანებით, ამის შესახებ  კონსტანტინე  გამსახურდიას მოვუყევი.  ბატონ კონსტანტინეს მე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევხვდი. ციხეში ყოფნისას მან თბილი წინდები და საცვლები გამომიგზავნა. ქართველები გამორჩეულად თავაზიანი და ნიჭიერი ხალხია“ოტია ღვინერია ამტკიცებდა, რომ ადამიანს ერთდროულად აქვს ცხოველური და ადამიანური  ნიშნები.

ოტია  ღვინერიას ნაშრომზე  დაყრდნობით  შეიმუშავა  გოლდბერგმა  ცნობილი  ფორმულა:

ამ ფორმულით გალდბერგმა ცხოველური და ადამიანური ტვისებების ისეალური შეხამების მოდელი შექმნა. ფორმულაში  H  ადამიანს,  T- რომანტიკულ სიყვარულს, ხოლო  ph ცხოველურ თვისებებს აღნიშნავს. თუ მათი შეფარდება ოეს უდრის, მაშინ საქმე გვაქვს ,,იდეალურ ადამიანთან“

ჩემო მერაბ, შენი პერსონაჟის ხასიათი შეგიძლია ამ ფორმულით დაადგინო, თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში მას არ მიმართავენ, რადგან მისი გამოყენება პოლიტიკურად არაკორექტულად ითვლება. ფრთხილად იყავი! ეშმაკს არ სძინავს!

პატივისცემით,

ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი.

ავტორი: მერაბ ვეკუა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s