დიდი პედაგოგისა და კომპოზიტორის ბიოგრაფიისათვის

კომპოზიტორმა  კოტე ფოცხვერაშვილმა ქუთაისის სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იურიევის  უნივერსიტეტში. პარალელურად იგი აქ 1902 წლიდან სისტემატურად  ხელმძღვანელობდა  ქართველი  სტუდენტებისაგან  შემდგარ გუნდს.   მას  დიდი ღვაწლი  მიუძღვის  ქართული  ხალხური სიმღერების შეკრება – დამუშავებაში. თავისი გუნდის გამოსვლებით რუს საზოგადოებას  აცნობდა ჩვენს კულტურას და ეწეოდა ქართული ხალხური საუნჯის პროპაგანდას.  ამ  საღამო-კონცერტების წარმატებებზე ნათლად მეტყველებენ ის  პროგრამები და აფიშები, რომლებიც მრავლადაა დაცული  კომპოზიტორის  პირად  არქივში. იმდროინდელი პრესა ხაზგასმით აღნიშნავდა კ. ფოცხვერაშვილის გუნდის მონაწილეობით  გამართულ  საღამოების  ეროვნულ  ხასიათსა  და  მრავალფეროვნებას.  საყურადღებოა, რომ  ქართველთა  სათვისტომოს  მიერ   გამართული  კონცერტების  შემოსავალი  ღარიბი  სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი,  1919-1914 წლებში  კოტე  ფოცხვერაშვილი  პეტერბურგში გადავიდა და ცნიბილი პროფესორების – საკეტისა და ბრუნის ხელმძღვანელობით განაგრძო  მეცადინეობა. პეტერბურგში  1909  წლის  22  იანვარს  გამართული  ტრადიციული  ქართული  საღამოს  შესახებ  გაზეთი ,, ჩვენი საქმე წერდა“:

,,საღამოს  შინაარსი  ფრიად  მდიდარი  იყო.  გარდა  რუსული  არიებისა და რომანსებისა, რომელიც  შეასრულა  ცნობილმა  არტისტებმა, სახელგანთქმულმა არხანგელსკიმ და ხორომ,  ფოცხვერაშვილის  დირიჟორობით იმღერეს  ქართულათ ,,მერცხალი,“ ,,მურმან-მურმან,“  ,,რერო,“ ,,ფაცხა,“ ,,ვახტანგ მეფე,“ და სხვა. სიმღერები საუცხოვოთ შესრულებულ იქნა.   საზოგადოება მეტათ  ნასიამოვნები  დარჩა,  რამდენჯერმე  გაამეორებინეს  და  ცხოველი  ტაშისცემით დააჯილდოვეს კ. ფოცხვერაშვილი. მარა აქ კიდევ არ იყო ფოცხვრაშვილის ტრიუმფი. ეს წილად ხვდა  მას მესამე განყოფილებაში, აქ დადგმულ  იქნა მისგანვე დაწერილი ერთმოქმედებიანი ოპერა ,, ბაყბაყ მდევნიდან,“ რამდენიმე  მოქმედება,  ცოცხალი სურათები დადგა მხატვარმა გ. პოლტორაცკიმ და ისე  ჩინებულათ,  რომ  უკეთ აღარც კი შეიძლებოდა. რითაც საზოგადოება მეტად  კმაყოფილი დარჩა. … როგორც ხედავთ, ბ. ფოცხვერაშვილმა ისეთი ნიჭი გამოიჩინა და ერთხელ კიდევ მოახედა საქართველოსკენ რუსეთის საზოგადოება და მისი შესწავლის სურვილი აღუძრა, და ეს მარტო პეტერბურგში კი არა, ყველგან, სადაც კი მან მონაწილეობა მიიღო საღამოს გამართვაში. აი, ასეთი ნიჭიერი და თვალსაჩინო გონებრივი ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევენ ცნობილი მუსიკოსენი, მთელი წელიწადია სტიპენდიის  დანიშვნას  ემუდარება  სხვადასხვა  ქველმოქმედ  დაწესებულებებს, მაგრამ ამაოდ. ის ღებულობდა ბ. სარაჯიშვილის სტიპენდას 25 მან, მაგრამ შარშან მაისში, სწორეთ მას შემდეგ, როცა ოდესის გაზეთებმა ასეთი ზეიმით აღნიშნეს ფოცხვერაშვილის ნიჭი და ღირსეული ხოტბა შეასხეს, მის თხოვნას სტიპენდიის მომატების  შესახებ  მით  უპასუხეს,  რომ  ისიც  წაართვეს, რასაც  აძლევდნენ.  ვერ  უშველა  ვერც  ბ. გოგებაშვილის ავტორიტეტმა.’’

როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, კოტე ფოცხვერაშვილა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიიქცია დიდი პედაგოგისა და  საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის ყურადღება, რომელმაც, სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდაში მომავალი ნიჭიერი კომპოზიტორი დაინახა, ამის ნათელი დადასტურებაა  წერილები: ,,ქართული სიმღერის  ხოროს  შესახებ,’’ ,,უცნაური გაწიწმატება’’ და სხვა 1908 წლის შემოდგომაზე, პეტერბურგის, იურიევის და მოსკოვის ქართველ სტუდენტთა წრეებმა მოსკოვის  ,,თანამემამულეთა წრის’’  წევრებთან ერთად, უშუამდგომლეს თბილისის გუბერნიის  თავადაზნაურთ ა საკრებულოს  წინაშე,  რათა  სტიპენდიას  დაენიშნათ კოტე  ფოცხვერაშვილისათვის, ამ  თხოვნას სტუდენტები  იმითაც ასაბუთებდნენ, რომ საჭირო იყო ჩვენი ეროვნული მუსიკის შესწავლა და მისი გამოქვეყნება. აღნიშნული სუამდგომლობა ქართველმა სტუდენტებმა, იაკობ გოგებაშვილის მეშვეობით, გადასცეს თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს მდივანს ილია ზურაბიშვილს. სამწუხაროდ, მისმა ჩარევამ თავდაპირველად  სასურველი  შედეგი  ვერ  გამოიღო — კოტე  ფოცხვერაშვილს  უარი  ეთქვა. მძიმე  ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ფოცხვერაშვილი მეცადინეობას განაგრძობდა. მაგრამ იაკობ გოგებაშვილის გულმოდგინე მეცადინეობის შედეგად კოტე ფოცხვერაშვილს სტიპენდია დაუნიშნა ჭიათურის შავი ქვისა და ნავთის მრეწველთა გამგეობამ. იაკობ გოგებაშვილსა და იაკობ მანსვეტაშვილს მართლაც არ გაცრუებიათ იმედი, კოტე ფოცხვერაშვილმა თავის მიზანს მიაღწია, ქართული მისიკით თქვა ის, რისი თქმაც სურდა. მას სწამდა ქართული მუსიკის მომავლისა და ამ ბრწყინვალე მომავლის შექმნაში მისი დიდი წვლილიცაა.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

8 მარტი, კოტე მახარაძე და ტაქსის მძღოლი.

ეძღვნება თეონა გოდერიძეს

კომუნისტებს ერთი უცნაური წესი ჰქონდათ, ყველა დღესასწაულის დროს, როცა დაწესებულებები დაკეტილი იყო და ხალხი სახლში ზეიმობდა, სამსახურში მორიგეობა იყო დაწესებული მთელი დღე-ღამის განმავლობაში. დაწესებულებებს და ორგანიზაციებს ღამის მორიგეები დარაჯობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი და მათთან ერთად ვინმე კომუნისტს უნდა ემორიგევა. რისი ეშინოდათ, ახლაც ვერ გამიგია. მზადება ამ ღონისძიებისათვის ორი კვირით ადრე იწყებოდა: იმართებოდა კრებები, დგინდებოდა მორიგეობის განრიგი. ყოველივე ამას მთელი სერიოზულობით უდგებოდნენ ქვეყნის მასშტაბით და ფიქრობდნენ, რომ ქვეყანა ამით დაცული იქნებოდა. როგორც ჩანს, მაშინ  ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულება იყო ხალხის „გასულელება” მათივე საკეთილდღეოდ.

ვინაიდან ამ ღონისძიებისათვის კომუნიტები არ ჰყოფნიდათ, მე უპარტიოს, მთხოვეს 8 მარტს 22 საათიდან დილის 10 საათამდე დაწესებულება დამეცვა. გადმომცეს სახანძროს, პოლიციის, რაიკომისა და სხვა სამსახურების კოორდინატები.

საღამოს 21 საათზე სახლიდან გამოვედი და ვარაზისხევს დავუყევი. მინდოდა სამსახურში ადრე მივსულიყავი და თანამშრომელი ქალი შემეცვალა, თან 8 მარტი მიმელოცა. ვიღაც უცნობმა გამაჩერა.

– ბოდიში, კოტე მახარაძე სად ცხოვრობს?

– კოტე მახარაძე ჩემი ნათესავია, ამჟამად რომელ ცოლთან არის არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ვარაზისხევში არ ცხოვრობს.

– მიშველე რამე თუ ძმა ხარ, ტაქსის მძღოლი ვარ. აი ჩემი მანქანა, შიგ კოტე მახარაძეს სძინავს, ნახალოვკაში ჩამიჯდა და მითხრა ვარაზისხევში წამიყვანეო და ვეღარ ვაღვიძებ.

მანქანაში მართლაც კოტე მახარაძეს ეძინა. ჩემმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო: ხან ვუჩქმიტე, ხან სილა შემოუტყაპუნე, ხარ ფეხბურთი ვუხსენე, ხან მესხი, ხან სოფი ლორენი. მის ხსენებაზე სახე გაებადრა, რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ გამოღვიძებას მაინც არ აპირებდა, არადა ნათესავს ხომ ვერ მივატოვებდი, თან კომუნისტების დავალება მქონდა შესასრულებელი. შეუძლებელი ჩავიფიქრე და ორი კურდღლის მდევრის თეორია დავარღვიე. გამახსენდა იქვე, ლარსის ქუჩაზე ბატონი ტარიელ საყვარელიძე ცხოვრობდა და მანქანა დავძარით. მძღოლს იმედი მიეცა, რომ დღის გეგმას შეასრულებდა და ისიც შუერთდებოდა ოჯახურ დღესასწაულს.

ბატონი ტარიელი სახლში არ დაგვხვდა, მაგრამ მისი მეუღლე დაგვეხმარა და ათ წუთში ბატონი კოტე ზურაბ ლაფერაძის ვოლგაში გადავსვით.

– მე ვიცი სად მიდიოდა, ჩაილუღლუღა ბატონმა ზურაბმა და გაუჩინარდა.

– თუ ძმა ხარ, აქვე ვცხოვრობ, მიმიყვანე და ფულს გადაგიხდი.

– რას ამბობ კაცო, თქვენ ისეთი სიკეთე გამიკეთეთ, რომ სამსახურში უფასოდ უნდა მიგიყვანოთ.

სამი წუთი აკლდა 22 საათს, თანამშრომელი ქალი რომ შევცვალე, სკამზე ჩამოვჯექი და შვებით ამოვისუნთქე. ზუსტად 22 საათზე პარტკომმა დარეკა.

– ნუ ინერვიულებთ, მე ადგილზე ვარ და მშვიდად დაიძინეთ.

– რა დამაძინებს დილამდე. ახლა რაიკომში უნდა დავრეკო და მოვახსენო, რომ ყველაფერი რიგზეა.

მართლაც, პარტკომი ყოველ ორ საათში ერთხელ რეკავდა და მუსლიმ მაგომაევის კონცერტის მოსმენის საშუალებას არ მაძლევდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ღამემ მტრის ჯინაზე მშვიდად ჩაიარა.

რამოდენიმე თვის შემდეგ ჩემს სამსახურთან ახლოს, მანქანაში მჯდომი კოტე მახარაძე შევნიშნე. შევხედე, როგორც უცხოს მომესალმა. არ წავედი და ირონიულად ვუყურებდი. იგი მანქანიდან გადმოხტა და გადამეხვია.

– ბატონო კოტე, აი ასე სხარტად მანქანიდან რომ გადმოხტით და გადამეხვიეთ, თუ იცით ვინ ვარ?

– ნუ ისეთი ნაცნობი სახე გაქვთ, ნუ ისეთი და ვერაფრით ვერ ვიხსენებ და ა.შ. ბატონი კოტე რამოდენიმე წუთი თავს იმართლებდა, თან სახეზე სიწითლე შემოეპარა, აშკარა იყო, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

უნდა გითხრათ, რომ ბატონ კოტეს საშუალოდ 5 წელიწადში ერთხელ ვხვდებოდი, მაგრამ ვერასდროს ვერ მცნობდა და ეს ყოველთვის მაღიზიანებდა.

კარგა ხნის ბოდიშების შემდეგ, კოტეს და ქალბატონი გუგული გამოჩნდა, რომელსაც იგი ელოდებოდა. მან მიცნო და გადამეხვია. მაშინ კი მიხვდა ვინც ვიყავი და შემომიტია:

– რას მაშაყირებ ამხელა კაცს, კინაღამ სირცხვილით დავიწვი.

– მეტის ღირსი ხართ ივანიჩ, აბა ვარაზისხევი გაიხსენეთ კარგად.

– უი, შენ მომიარე ხომ? არ ვიცოდი, მადლობელი ვარ.

– კი მაგრამ რა დალიეთ ასეთი?

– არ ვიცი, ამ ბოლო დროს ასე მემართება.

– იცოდეთ ბატონო კოტე, თუ კიდევ ვერ მიცნობთ…

– არა, არა, რას ამბობ, მოიბოდიშა მან.

ერთი წლის შემდეგ, ჩვენს დაწესებულებაში აუქციონი გაიმართა. ჩვენი ბატონი კოტე ჩაქუჩს ურტყამდა და ვაჭრობდა. შესვენებაზე სცენიდან ჩამოვიდა და თავის სკოლის მეგობარს, ქალბატონ ლეილა ზამბახიძეს ფეხბურთზე ესაუბრებოდა. მივუახლოვდი და მივესალმე. ისიც თავაზიანად მომესალმა. ისევ ვერ მიცნო. შემოვტრიალდი და ჩემთვის შევიგინე. ბატონ კოტეს შეახსენეს ვინც ვიყავი და იგი დარცხვენილი გადამეხვია.

– ამ დღეებში სახლში მოდი, სოფიკო უნდა გაგაცნო.

– ნეტავ თქვენ თვითონ თუ იცით როდის ხართ სახლში?

– მართალი ხარ, იმდენს ვმუშაობ, რომ…

ოთხი თვის შემდეგ, კოლმეურნეობის ბაზარში მეუღლესთან ერთად კარტოფილის გამყიდველს მივუახლოვდი.

– Сколко стоит твая великолепная картошка?

– Моя великолепная картоша стоит 80 копеек.

– Давай три кило за 4 лар.

– нэт, нэт, ты што.

– тогда пят кило давай за 7 лар.

– Нэт, ты што говориш, нэ.

– Тогда, восем кило давай за десат лар. Тогда и тебэ будет приатна, и мнэ будэт приатно, и вместе будэм хахататся.

– Никак нэт, такой картошка слушаи.

– Ты шитат умееш?

–  Канешна.

– Сколка нада за 8 кило ха? А я тэбэ скоко даю?

– Ииии, я думал….. ииии…шютник, давай да возми.

– Нэт, тепер я чувствую, что мне уже нэ приатна, я имею лични неприазн к твоэи картошка Мамэд.

მეორე სართულზე ფქვილის გამყიდველი შევარჩიე.

– ქალბატონო ჟუჟუნა, რა ღირს თქვენი მჭადის ფქვილი? – მივმართე უცნობ გამყიდველს.

– ლარნახევარი.

– ორ კილოს ოთხ ლარად მომცემთ?

– რას ბრძანებთ ბატონო, სუფთა აბაშის ფქვილია.

– მაშინ სამი კილო ხუთ ლარად მომეცით.

– როგორ გეკადრებათ ბატონო.

– ოთხ კილოს რვა ლარადაც არ მომცემთ?

– ვენერ, ოთხ კილოში რვა ლარს იძლევა, გაიგე? – გადაულაპარაკა მან კოლეგას. ვენერამ ირონიულად ჩაიცინა.

– რა უცნაური ხალხი დადის ამ ბაზარში, სანამ არ დაგაკლებინებენ, ვერ მოისვენებენ – ნიშნისმოგებით მიაძახა ვენერამ.

– ქალბატონო ჟუჟუნ, სკოლაში მათემატიკას სწავლობდით?

– რა თქმა უნდა, და ძალიან კარგადაც. კი მაგრამ, ჩემი სახელი საიდან იცით?

– თქვენ ვინ არ გიცნობთ, ქალბატონო ჟუჟუნა. თქვენ ხომ ყველაზე მეძვირე გამყიდველი ხართ. აბა მითხარით, თქვენი დათვლით, ოთხ კილო ფქვილს რამდენი ლარი უნდა?

– ექვსი – მიპასუხა მან.

– მე ხომ რვა ლარს გთავაზობთ?

ჟუჟუნა პირდაღებული და გაოგნებული მიყურებდა. ეტყობა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მყიდველი უფრო მეტს სთავაზობდა. უცებ ყვირილის ხმა შემომესმა.

– გიცანი, გიცანი გაჰყვიროდა კოტე მახარაძე, რომელიც ორი ჩანთით ხელში ჩემსკენ გამორბოდა.

– რა იყო ბატონო კოტე, სოფიკოს არ ეცალა, რომ მარტო გამოგიშვათ?

– ხო, ძალიან დაკავებულია, მოსკოველი სტუმრები გვყავს.

ისევ მოვეფერეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ ახლობლები და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

– კი მაგრამ, თუ კოტე მახარაძეს იცნობდით, ვერ მითხარით, დაგიკლებდით ფასს.

– ქალბატონო ჟუჟუნ, დაიმახსოვრეთ ეს დღე. ამის შემდეგ ახლოსაც არ მოგეკარებით. ჩემი ნება რომ იყოს, თქვენნაირ გამყიდველს დავიჭერდი და შემდეგ დავაპატიმრებდი.

– კი მაგრამ, რა დავაშავე ასეთი?

– ჯერ ერთი, დასაჭერი და დასაპატიმრებელი ხართ იმიტომ, რომ ფქვილს ძვირად ყიდით, მეორედ იმიტომ ხართ დასაჭერი, რომ უფრო მეტს გთავაზობთ, თქვენ კი მაინც უარზე ხართ, მესამედ იმიტომ უნდა დაგიჭიროს კაცმა და დაგაპატიმროს, რომ კოტე მახარაძის დანახვაზე ფასი დაუკელით. ხომ ხედავთ რამდენჯერ ხართ დასაჭერი და დასაპატიმრებელი!?

ასე გადავუხადე სამაგიერო ფქვილის გამყიდველს. სინამდვილეში, მე არც კარტოფილის ყიდვას ვაპირებდი, და არც ფქვილი მჭირდებოდა. უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვიყავი თბილისის დინამოზე. წინა დღეს ტოტენჰემთან 5:1 წააგეს. არადა, თამაშის დაწყებამდე ბევრს ტრაბახობდნენ და ამ გამარჯვებას უძღვნიდნენ ბებიებს, ბაბუებს, მეზობლებს, თან, ხუთივე გოლო თავით გაგვიტანეს. როცა რამე მეწყინებოდა, გულის გადასაყოლებლად ბაზარში შევივლიდი ხოლმე.

ამ ამბის შემდეგ ბატონი კოტე აღარ მინახავს. მძიმედ გადავიტანე მისი ავადმყოფობა და ამქვეყნიდან წასვლა.

ნათქვამია, ტალანტს აფასებს და თავის უკანასკნელ სიტყვას ამბობს დრო. ვიღაცამ თქვა: ლეონარდო და ვინჩზე დიდი პიროვნება სამყაროს არ ჰყოლია, მაგრამ კაცობრიობას ამის შესაცნობად საუკუნეთა ჯაფა დასჭირდა. კოტე მახარაძე – ეს ის ფენომენია, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს და ყველას საკუთრებად რჩება. ხელოვანი არც პლუსით იანგარიშება და არც მინუსით, მას წერტილს ისტორია უსვამს, ან იტოვებს, ან ივიწყებს.

წავიდა და თან გაიყოლა ის საიდუმლო, რომლითაც იგი ხიბლავდა ქალებს. მახსოვს ბატონი კოტე ინგას ჰყავდა სტუმრად ტელევიზიაში, მე ასეთი ნაზი და ქალური ინგა აღარ მინახავს, არა და მისი რესპონდენტები იყვნენ: ჯონდი, შალვა, კახა, ბაჩუკი და ბევრი სხვა.

ალბათ ბატონი კოტე თავის თავისადმი პატივისცემას არა მარტო ქალებთან მიმართებაში, არამედ მათდამი თავდავიწყებულ სიყვარულშიც ინარჩუნებდა.

მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმ ქვეყნად წავალთ და კოჰაბიტაციის პირობებში ვიცხოვრებთ.

იქაც ვერ მიცნობთ ბატონო კოტე?

ავტორი: მერაბ ვეკუა

გოლდბერგის ფორმულა და სექსი (ნაწილი მეორე)

გაგრძელება. დასაწყისი იხ. 

ასე ლაპარაკში მივედით სამსახურთან. არ ვიცი, რამდენ უპატრონო, მშიერ ბავშვს დავეხმარე ჩემი მოქმედებით. კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. კაბინეტში შევედი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შედარებით მშვიდობიანად დავშორდით. სხვა შემთხვევებში, ის მიყვებოდა თავის სექსუალურ თავგადასავლებზე: როგორ ჟიმაობდა თავის მდივანთან კაბინეტში, ტყეში, ბუჩქებში, აგარაკზე, მანქანაში. როგორ ჟიმავდა სხვა თანამშრომელ ქალებს, მათ დაქალებს, მათ მეზობლებს და სხვა. ამ ეპიზოდების მოყოლა მას ძალიან ეხერხებოდა. ლაპარაკობდა როგორც ქალის, ასევე კაცის ხმით. ყველაფერს გამოხატავდა ისე, როგორც მოხდა, რამდენადაც ამის საშუალებას მანქანის სალონი აძლევდა. ერთხელ ისე შევიდა როლში, რომ სექსუალური აქტის დამთავრება რაღაც ყმუილით და ქალის კვნესით გამოხატა. საჭეს ხელი გაუშვა, კინაღამ ავარია მოახდინა. სამსახურში რომ მომიყვანდა, პერანგი სულ სველი ჰქონდა, სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა, ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა. მეც მხარს ვუჭრდი შეძახილებით, გაკვირვებით, გაოცებით. ჩემს კაბინეტში რომ შევიდოდი, ადამიანად აღარ ვარგოდი. ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა გონს რომ მოვსულიყავი. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ჩემი სამსახური თავისუფლების მოედანთან ახლოს იყო და არა ვაკის პარკთან, თორემ ნამდვილად ვერ გავუძლებდი კიდევ რამოდენიმე ისტორიის მოსმენას. ასე რომ, მისი დანახვა მაინცდამაინც არ მიხაროდა. ალბათ, ამ ისტორიებს სხვასაც უყვებოდა, მაგრამ ეტყობა, ჩემნაირი მხარდაჭერა არავისგან ჰქონდა, ან მის მონაყოლში ეჭვი შეჰქონდათ.

ყოველთვის ვფიქრობდი რაში სჭირდებოდა მას პირადი ინტიმური ამბების  მოყოლა. ეტყობა მას ბავშვობაში სათამაშოები არ ჰქონდა. ქალებთან მორცხვი იყო, საკმაოდ გვიან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ლარისა ივანოვნასთან. მერე ფული იშოვა, მანქანა, აგარაკი და იმ დაკარგული წლების ანაზღაურება უნდოდა, თორემ სექსს ყველა პატივს სცემს, მაგრამ ასე არ იქცევიან.

ადამიანის ვნებები ყოველთვის ფხიზლობენ და შემთხვევას ეძებენ თავის გამოჩენისა. ჩემს მეზობელს სამსახურში ამის დიდი საშუალება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ფული ყველაფრის შემძლე არ აღმოჩნდა. თავისთავად, სექსი სრულებითაც არ წარმოადგენს ბოროტებას, პირიქით, რაც უფრო ვიკმაყოფილებთ მას, მით უფრო ბედნიერნი ვართ, მთავარია სწორი მიმართულება მივცეთ, რათა არჩევნების დროს ხელი არ შეგვიშალოს.

ერთხელ ჩემს კაბინეტში რაღაცას ვსაქმიანობდი. უცებ, ოთახში ლამაზი ქალი შემოვიდა. ის იმდენად მიმზიდველი და სექსუალური იყო, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ლამაზი ქალი 17 წელია არ შემხვედრია. სად არ ვყოფილვარ, რუსეთში, ევროპაში, აზიაში, ხაშურშიც კი ნამყოფი ვარ, მაგრამ ასეთი მომხიბლავი ქალი არ მინახავს. აღარც კი მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ. მისი წასვლის შემდეგ მექანიკურად უჯრა გამოვაღე და გოლდბერგის ფორმულას დავუწყე ძებნა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვე ჩემს მეგობარს და კოლეგას, პროფესორ ემზარ ჯგერენაიას, რომელმაც იცის რა ხდება ცაში და მიწის ქვეშ, სოციოლოგიც არის, ფილოსოფოსიც და ფსიქოლოგიც.

ჩემო მერაბ,

მე მხოლოდ  სოციოლოგი ვარ  და ფილოსოფოსობას და ფსიქოლოგობას ვერ დავიჩემებ. თუმცა, შენი არ იყოს, გოლდბერგის თეორიით მეც ვიყავი  გატაცებული.  გოლდბერგი  ფიზიკოსია,  მაგრამ ბევრმა  არ იცის,  რომ  ის  ცნობილი  ფსიქიატრი და  ანთროპოლოგიც იყო.  გოლდბერგი ძალიან დავალებულია  ჩვენი, ქართველი ფსიქიატრის ოტია ღვინერიასაგან. ოტია და გოლდბერგი გერმანელი ფსიქოლოგის ვუნდტის მოწაფეები იყვნენ. ბატონმა ოტიამ სწორედ ვუნდტის სემინარზე წაიკითხა მოხსენება ,, საკუთრივ ცხოველური და საკუთრივ ადამიანური”( Eigentlich Tierische und eigentlich Menschliche, 1889).  მან ცხოველური ნიშან-თვისებების ცხრილი შეადგინა.

ჩემო მერაბ :

-მერაბ , მე  წავიკითხე  მაშინდელი  გერმანული პრესისა და სამეცნიერო წრიას გამოხმაურებები  ოტია  ღვინერიას მოხსენებაზე  და  უნდა  გითხრა, რომ  XIX ს.  ოთმოცდაათიან წლებში   ოტია ღვინერია  არა  მარტო  გერმანული  სამეცნიერო საზოგადოებისათვის, არამედ მთელი ევროპული აკადემიური  წრისათვის  გახდა ცნობილი. იმასაც ამბობენ, რომ მოხსენების შემდეგ მას მარიანა ვებერი  გამოეხმაურა და   ჰაიდელბერგში, მის ინტელექტუალურ სალონში, მოხსენების წაკითხვა სთხოვა. ხოლო ამას წინათ თომას მანის დღიურებში ასეთ ჩანაწერს მივაგენი: ,, ჩემი მოთხრობის, ,,სიკვდილი ვენეციაში“, იდეა ქართველი მეცნიერის   ოტია ღვინერიას, ვუნდტის სემინარზე წაკითხულმა მოხსენებამ შთამაგონა. მოგვიანებით, ამის შესახებ  კონსტანტინე  გამსახურდიას მოვუყევი.  ბატონ კონსტანტინეს მე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევხვდი. ციხეში ყოფნისას მან თბილი წინდები და საცვლები გამომიგზავნა. ქართველები გამორჩეულად თავაზიანი და ნიჭიერი ხალხია“ოტია ღვინერია ამტკიცებდა, რომ ადამიანს ერთდროულად აქვს ცხოველური და ადამიანური  ნიშნები.

ოტია  ღვინერიას ნაშრომზე  დაყრდნობით  შეიმუშავა  გოლდბერგმა  ცნობილი  ფორმულა:

ამ ფორმულით გალდბერგმა ცხოველური და ადამიანური ტვისებების ისეალური შეხამების მოდელი შექმნა. ფორმულაში  H  ადამიანს,  T- რომანტიკულ სიყვარულს, ხოლო  ph ცხოველურ თვისებებს აღნიშნავს. თუ მათი შეფარდება ოეს უდრის, მაშინ საქმე გვაქვს ,,იდეალურ ადამიანთან“

ჩემო მერაბ, შენი პერსონაჟის ხასიათი შეგიძლია ამ ფორმულით დაადგინო, თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში მას არ მიმართავენ, რადგან მისი გამოყენება პოლიტიკურად არაკორექტულად ითვლება. ფრთხილად იყავი! ეშმაკს არ სძინავს!

პატივისცემით,

ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი.

ავტორი: მერაბ ვეკუა