ხელრთვა

ხელრთვა, თანამედროვე ტერმინოლოგიით, „ხელმოწერა“ სამოქალაქო ცხოვრების ატრიბუტია. ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, საჯარო თუ კერძო სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირები მას ხელს მოაწერს, ანუ „ხელს ჩაურთავს“.

56166655_1767983643302096_1799870753366081536_n

მარიამ დედოფლის ხელრთვა სოლომონ II-ის მიერ 1809 წელს ჯრუჭის მონასტრისთვის გაცემულ სიგელზე

მეფეები და დიდგვაროვნები, უმაღლესი საეკლესიო იერარქები დოკუმენტებზე საკუთარ ხელრთვებს ტოვებდნენ.

სამეფო სიგელებზე მეფის ხელრთვასთან ერთად XV საუკუნიდან ჩნდება დედოფლებისა და სამეფო ოჯახის წევრების ხელრთვები.

საკათალიკოსო საბუთებზე გამოისახებოდა მაკურთხეველი მარჯვენა, რომლის ქვემოთ თხზული გრაფემებით იწერებოდა „კათალიკოსი“, შესაძლოა, კათალიკოსის საკუთარი სახელიც.

56371100_1767983566635437_9135867373893451776_n

თამარ მეფის ხელრთვა

ხელრთვა ისტორიული და იურიდიული საბუთების აუცილებელი ატრიბუტია.

იურიდიული საბუთების შედგენის პრაქტიკა საქართველოში ადრეული შუა საუკუნეებიდან იყო გავრცელებული, მაგრამ ჟამთა სიავის, პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო მათი დიდი უმრავლესობა დაიღუპა.

ჩვენამდე მოღწეულთაგან უადრესია XI საუკუნის ხუთიოდე საბუთი, რომელთაგან დედანი მხოლოდ სამია. ესენია ბაგრატ IV-ის ორი და გიორგი II-ის ერთი სიგელი.

გარდა საქმიანი ქაღალდებისა, ადამიანები თავიანთ ხელმოწერას ტოვებენ საკუთარი შემოქმედების ნაყოფზე – მეცნიერულ გამოკვლევებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებზე, ნახატებსა თუ პირად წერილებზე.

წიგნის მუზეუმი/ იშვიათ გამოცემათა განყოფილება/ წიგნმცოდნეობის კაბინეტი