ალბრეხტ დიურერი-ქსილიგრაფიის დიდოსტატი

ქსილიგრაფიის დიდოსტატად აღიარებულმა, დასავლეთ ევროპული რენესანსის ცნობილმა მხატვარმა ალბრეხტ დიურერ უმცროსმა (1471-1528) გრავიურების ბეჭდვა რეალური ხელოვნების დონეზე აიყვანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული ილუსტრირებული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. 47024045_1608301389270323_7123287897041534976_nალბრეხტ დიურერი დაიბადა ნიურნბერგში 1471 წლის 21 მაისს იუველირის ოჯახში. მამამისი, ალბრეხტ დიურერ უფროსი, წარმოშობით უნგრეთის პატარა სოფელ – აიტოშიდან გახლდათ. ქსილოგრაფიული ხელოვნება და წიგნის მხატვრული გაფორმება ალბრეხტმა ახალგაზრდობიდანვეშეითვისა. ცნობილი ნიურნბერგელი მესტამბე ანტონ კოპერგერი მისი ნათლია გახლდათ. ნიჭიერი ყმაწვილი სწორად მის სახელოსნოში დაეუფლა გრავირების ტექნიკას.
1486 წლის 30 ნოემბერს, მამამ კონტრაქტის საფუძველზე სასწავლებლად სამი წლით მიაბარა მიხაელ ვოლგემუტს (1434-1519). მეთხუთმეტე საუკუნის 80-იან წლებში მას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ნიურნბერგის მხატვრებს შორის. ვოლგემუტი გახლდათ ქალაქში ყველაზე დიდი სახელოსნოს მფლობელი, რომელიც ასრულებდა უამრავ შეკვეთას, როგორც ნიურნბერგის, ისე მოსაზღვრე ქალაქებისათვის. ყმაწვილი დიურერი სახელოსნოში დაეუფლა არა მხოლოდ ფერწერას, არამედ, ხეზე გრავირების ხელოვნებასაც. იგი მონაწილეობდა ილუსტრაციების ბეჭდვაში, რომლითაც გააფორმეს 1493 წელს გამოცემული „ქრონიკები“. დიურერმა მოამზადა მრავალი წიგნის ილუსტრაცია, მათ შორის იყო ცნობილი ჰუმანისტის, სებასტიან ბრანტის პოემა „ბრიყვთა გემი“, რომლის პირველი გამოცემა 1494 წელს დაიბეჭდა. ამ წიგნის 75 გრავიურა დიურერს ეკუთვნის.
1490-იან წლებში დიურერმა დაბეჭდა მთელი რიგი შესანიშნავი ქსილოგრავიურები. ნიდერლანდებიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, 1495 წელს, მხატვარმა გახსნა საკუთარი სახელოსნო, დაიწყო ილუსტრაციების დამზადება სპილენძზე გრავირების მეთოდით და მომდევნო ათი წლის განმავლობაში შექმნა გრავიურების მნიშვნელოვანი ნაწილი. 47298287_1608301399270322_3948348493021577216_n1498 წელს კობერგერმა გამოაქვეყნა „აპოკალიპსი“ ანუ „იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება“. ასეთი წიგნი პირველი იყო პოლიგრაფიის ისტორიაში. ერთი შეხედვით, ის მოიცავდა სტამბური გრავიურების სერიას. სერიულ გამოცემად კი მას აქცევდა საერთო სატიტულე ფურცელი და უკანა მხარეს განთავსებული ტექსტი. „აპოკალიფსი“ გამოვიდა ორ გამოცემად – გერმანულ და ლათინურ ენებზე. 1511 წელს, კი იგი თავიდან დაიბეჭდა. ამ წიგნის ილუსტრირებისათვის დიურერმა შეასრულა თხუთმეტი მთლიანფურცლიანი ქსილოგრაფია. მისი ქმნილებებიდან ყველაზემნიშვნელოვან ნამუშევრად სწორედ „აპოკალიპსი“ ითვლება, რომელმაც მას საქვეყნო აღიარება მოუტანა. სერია ბოლოს ჟამის ესქატოლოგიური განცდების განსახიერებაა, რომელიც წარმატებით აერთიანებს გვიანი გოთიკურ მხატვრული ენისა და იტალიური რენესანსის სტილის. მისი პირველი ასლები გაჩნდა ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში: 1502 წელს მთელი სერია მონოგრამების გარეშე გამოვიდა აუგსბურგში. მოგვიანებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დიურერის ნამუშევრების გავლენით, ბევრმა გერმანელმა ოსტატმა მიმართა ქსილოგრაფიის ტექნიკას.
კობერგერის სტამბაში 1500 წელს დაიბეჭდა „წმინდა ბრიგიტის ვნებანი“, რომლისთვისაც დიურერმა ოცდაათი გრავიურა შექმნა. მათი ნაწილი მთლიანფურცლიანი ცალკეული გრავიურა გახლდათ, დანარჩენი კი ტექსტში ორგანულად იყო ჩართული. მან დაამზადა გრავიურები კონრად ცელტისისა და ჰროსვით განდერსჰაიმელის ლექსებისა და კომედიების კრებულებისათვის, რომელიც 1501 წელს გამოიცა. მისივე „სიყვარულის ოთხი წიგნი“ გამოქვეყნდა 1502 წელს.
1507-1512 წლებში დიურერი ქმნიდა გასაყიდად განკუთვნილ მრავალრიცხოვან შეკვეთებს, მათ შორის მთელ რიგ რელიგიური თემატიკის სერიულ გრავიურებს – „წმინდა მარიამის ცხოვრება“, „დიდი გატაცება“, „მცირე ვნებანი“ და სხვა. 1515-1518 წლების განმავლობაში, მხატვარი მუშაობდა იმ დროისათვის ახალ ტექნიკაზე – ოფორტზე. მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მჟავა, რომელიც სპილენძის დასამუშავებლად გამოდგებოდა. ამის გამო, დიურერი საგრავიუროდ რკინის ფირფიტებს იყენებდა. ცოტა უფრო ადრე, 1512 წელს, მან „მშრალი ნემსის“ ტექნიკით შეასრულა სამი ნამუშევარი, მაგრამ შემდგომში ამ მეთოდისათვის.

წიგნის მუზეუმი/ იშვიათ გამოცემათა განყოფილება/ წიგნმცოდნეობის კაბინეტი

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s