ანთიმოზ ივერიელი

40956265_1510744869025976_6433062360239308800_nანთიმოზ ივერიელი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. ყმაწვილი ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს. იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა შეიძინა. პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და სავარაუდოდ აქვე ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი – ანთიმოზი. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდში მან კარგი განათლება მიიღო და დაოსტატდა. მოკლე ხანში აითვისა საღვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება. იგი სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ, არაბულ და თურქულ ენებს. ანთიმოზმა გამოამჟღავნა იშვიათი უნარი ძერწვისა, ქვასა და ხეზე კვეთისა, ოქრომჭედლობისა, მხატვრობისა, კალიგრაფიისა, ხუროთმოძღვრებისა და სასტამბო ხელოვნების. იგი პატრიარქის თანაშემწე იყო და წერილების შედგენასა და თარგმნაში ეხმარებოდა.
40 წლის სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ანთიმოზი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ, რუმინელთა დიდმა მოღვაწემ, სტამბოლიდან ბუქარესტში წაიყვანა. რუმინული და საეკლესიო სლავური მან სწორედ მაშინ ისწავლა. ანთიმოზმა  1691 წელს ბუქარესტში სტამბა დააარსა და იმავე წელს დაბეჭდა პირველი წიგნი -ძველბერძნულიდან ახალ ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი „შეგონებანი ბასილი მაკედონელისა თავისი ძის ლეონისადმი”. მანვე გამოსცა „ბერძნულ-რუმინული ლიტურგია” და „ფსალმუნიც” გამოსცა გრავიურებითა და სათანადო გაფორმებით. ანთიმოზი ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი” იყო. მან შეძლო მართლმადიდებლობის ცენტრად გადაექცია ვლახეთი, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით ამარაგებდა.
1694 წელს ანთიმოზი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მან აქ ნახევრად დანგრეული მონასტერი აღადგინა და საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. დაიწყო სხვადასხვა ენებზე წიგნების ბეჭდვა, ტოპოგრაფიული სკოლაც კი გაიხსნა. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა”. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი – მიხეილ იშტვანოვიჩი.
1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსად აკურთხეს. მან, იქაც გახსნა სტამბა. იმ დროს მართლმადიდებლურ რუმინეთში საეკლესიო მსახურება ბერძნულ ან სლავურ ენაზე 40914367_1510744709025992_1755064258669838336_nაღესრულებოდა. ეს კი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის პრობლემას წარმოადგენდა უცხო ენათა უცოდინრობის გამო. ანთიმოზმა ითავა და აღასრულა კიდეც დიდი ჩანაფიქრი – მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და დაიბეჭდა სასულიერო წიგნები რუმინულ ენაზე, რის შემდეგაც რუმინელებს საშუალება მიეცათ საეკლესიო მსახურება მშობლიურ ენაზე ჩაეტარებინათ.
1708 წელს ანთიმოზ ივერიელი გახდა ვლახეთ-რუმინეთის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი და ხელმძღვანელი – მიტროპოლიტი, რაც მთელი ქვეყნისათვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად”.
წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა” მონასტერი ქ. ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მან ტიპიკონიც შეუდგინა მონასტერს და ბერძნული ეკლესიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
თურქეთ-ავსტრიის ომი დაწყებისას, ანთიმოზმა კვლავ ანტითურქული პოზოცია დაიკავა. თავის გარშემო ვლახელ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა. მათი მიზანი იყო, ვლახეთი როგორც თურქთა, ისე ფანარიოტთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ. ამ დროს ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, მიტროპოლიტობაზე ნებაყოფლობით ეთქვა უარი. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისაკენ წამქეზებელი მეამბოხე” ანთიმოზი შეაჩვენა, ეკლესიიდან განკვეთა და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად”, მაგრამ ეს მავრიკორდატისათვის საკმარისი არ 41034329_1510744719025991_4431569448108818432_nაღმოჩნდა. გადაწყვიტა, წმიდანი ვლახეთიდან მოეშორებინა და მიზანს მიაღწია კიდეც. ანთიმოზი საბოლოოდ სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. ქალაქიდან შუაღამისას გაიყვანეს, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ. ბორკილები დაადეს, ნივთივით დააგდეს და მცველებით გარშემორტყმული სამხრეთში გაგზავნეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე, თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს.
რუმინეთში 25 წლიანი მოღვაწეობისას ანთიმოზ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა და დაბეჭდა 64 წიგნი. მისი უშუალო ხელშეწყობით სტამბა დაარსდა ალეპოშიც (სირია).
განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. სამშობლოს მონატრებულმა ანთიმოზმა მართლაც რომ თავი გადასდო ამ საქმისათვის. მან ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. აახლა ასოთამწყობი მიხაილ იშტვანოვიჩი. მალე პირველი წიგნიც დაიბეჭდა – „სახარება”. სულ ამ სტამბაში 1709-1722 წლებში 19 დასახელების წიგნი დაიბეჭდა. 1722 წელს სტამბამ არსებობა შეწყვიტა. წიგნების ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ისეთივე იყო, როგორც იმ პერიოდის ევროპულ სტამბებში დაბეჭდილი წიგნებისა.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე დააწესა. საქართველოს ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s